შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N31, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1, 2009 წლის 06 ნ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2011
მიღების თარიღი აპრილი 01, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№ 7/125-11, 7/126-11, 7/127-11, 7/128-11, 7/129-11, 7/130-11, 25.03.2011წ.) მიმართა შპს „მობიტელმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N31, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”მობიტელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს:
ა) № N11 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 377 866 (სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაექვსი) სააბონენტო ნომერს;
ბ) № N31 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 552 188 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) სააბონენტო ნომერს;
გ) № N102 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 147 122 (ას ორმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) სააბონენტო ნომერს;
დ) № N109 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 181 520 (ას ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცი) სააბონენტო ნომერს;
ე) № N112 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 252 795 (ორას ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ) სააბონენტო ნომერს.
ვ) № N126 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 191 520 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცი) სააბონენტო ნომერს;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი”:
ა) კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N11 ლიცენზიას; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 23 ივლისამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-9-7 (რვა-ცხრა-შვიდი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-9-7 (ხუთი-ცხრა-შვიდი) სულ 395 867 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდაშვიდი) კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის № 78/2 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
ბ) კომისიის 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N31 ლიცენზიას; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 10 ოქტომბრამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-6-8 (ხუთი-ექვსი-რვა);
გ) კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N102 ლიცენზიას; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 29 ივნისამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-7-9 (რვა-შვიდი-ცხრა), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-7-9 (ხუთი-შვიდი-ცხრა) სულ 157 453 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის № 78/2 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
დ) კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N109 ლიცენზიას; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 20 დეკემბრამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-7-1 (ხუთი-შვიდი-ერთი) სულ 209 282 (ორას ცხრა ათას ორას ოთხმოცდაორი) კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის № 78/2 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
ე) კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N112 ლიცენზიას; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 02 მაისამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-9-2 (ხუთი-ცხრა-ორი) სულ 294 608 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას რვა ) კომისიის 2011 წლის25 თებერვლის № 78/2 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
ვ) კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N126 ლიცენზიას; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 26 სექტემბრამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-7-4 (ხუთი-შვიდი-ოთხი) სულ 215 663 (ორას თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდასამი) კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის № 78/2 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N31, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1, 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 და 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 3 მაისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მობიტელისათვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
