წვდომის მენიუ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 169 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2011

მიღების თარიღი აპრილი 01, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/132-11, 28.03.11) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეებიის  მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები  გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

კომისია აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  არაავტორიზებად პირებს კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი დროებით ითხოვს სიხშირეების მინიჭებას, 5 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებელს მოთხოვნილი სიხშირეები მიენიჭოს ერთი თვის ვადით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში სიხშირე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ქ. თბილისში ერთი თვის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                              კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები