წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 176 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2011

მიღების თარიღი აპრილი 08, 2011

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს N 5ა/8-149 დადგენილებით; ს.კ. № 205011609) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/105-11, 15.03.11) ახალციხისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში დეციმეტრულ  დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები განსაზღვრულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  უცხოური საწარმოს ფილიალის  ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს  ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს”  408.500 მჰც  და  415.300  მჰც სიხშირეები, ახალციხისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი  ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის  

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                                         კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                                         ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები