საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N164/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2011
მიღების თარიღი აპრილი 08, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მისი 2011 წლის 25 მარტის N164/22 დანართი № 1-ის ფორმა 9.1 საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, კერძოდ, საჭიროა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა მიერ შემოწირულობიდან და ტელეშოფინგიდან მიღებული შემოსავლების გამოყოფა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 მარტის N164/22 გადაწყვეტილების დანართ N1-ის 9.1 ფორმაში და აღნიშნული ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 1);
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე) სახეშეცვლილი სტატისტიკური ანგარიშგების 9.1 ფორმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის 2011 წლის 15 აპრილამდე;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2011 წლის 15 აპრილიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
