წვდომის მენიუ

შპს “დ.გ.-ჯგუფისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 185 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2011

მიღების თარიღი აპრილი 15, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  “დ.გ.-ჯგუფმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის  საგადასახადოს ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205265782) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/118-11, 24.03.11) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში   ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “დ.გ.-ჯგუფის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “დ.გ.-ჯგუფს” 159.050 მჰც და 164.300 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში  ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “დ.გ.-ჯგუფისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “დ.გ.-ჯგუფისთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს   “დ.გ.-ჯგუფისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები