სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2011
მიღების თარიღი აპრილი 15, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (16.02.2011 №7/73-11) მიმართა სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 8066 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს”, კომისიის 2009 წლის 6 თებერვლის №32/7 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 8066 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2010 წლის 6 თებერვლამდე საქართველოს ტერიტორიაზე.
სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” ახორციელებს „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსახლეობის სატელეფონო საკონსულტაციო მომსახურებას, ამავე დროს, ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონი კონსულტაციის მისაღებად.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა. ამასთან „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 1160XXX ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს” უნდა მიენიჭოს უვადოდ.
გამომდინარე იქედან, რომ სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს” ნუმერაციის რესურსი 1-1-6-0-0-1 (ერთი-ერთი-ექვსი-ნული-ნული-ერთი) საქართველოს ტერიტორიაზე; ამასთან, გარდამავალ ეტაპზე ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს” შესაძლებელია მიენიჭოს უფლება ზემოაღნიშნული მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-6-6 (რვა-ნული-ექვსი-ექვსი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-6-0-0-1 (ერთი-ერთი-ექვსი-ნული-ნული-ერთი) საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 15 აპრილიდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-1-6-0-0-1 (ერთი-ერთი-ექვსი-ნული-ნული-ერთი)აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა (საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური) განახორციელოს 8-0-6-6 (რვა-ნული-ექვსი-ექვსი) ნუმერაციის რესურსით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სსიპ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
