წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 ია

ნომერი: 189 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2011

მიღების თარიღი აპრილი 15, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/135-11, 30.03.2011წ.) მიმართა შპს „ჯეოსელმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99, და N121 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს:

ა) № N9 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 887 122 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) სააბონენტო ნომერს;

ბ) № N19 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერს;

გ) № N61 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  – 949 672 (ცხრაას ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N62 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  – 734 220  (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) სააბონენტო ნომერს;

ე) № N99 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 557 668 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდარვა) სააბონენტო ნომერს;

ვ) № N121 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 830 261 (რვაას ოცდაათი ათას ორას სამოცდაერთი) სააბონენტო ნომერს;

შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”:

ა) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N9 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2015 წლის 29 ივლისამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვლამდე.  ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-1-4 (ხუთი-ერთი-ოთხი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

გ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2017 წლის 02 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან -  5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

დ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2019 წლის 03 აგვისტომდე.  ნუმერაციის რესურსი: 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ე) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-8 (რვა-ხუთი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ვ) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2018 წლის 01 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის,  კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სათვის;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

                საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99, და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №43/5  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის  მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 20 მაისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე         (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისათვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                            ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები