საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2011
მიღების თარიღი აპრილი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ლ) პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართვერლოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) პუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა განსაზღვრულია როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობას წარმოადგენს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობაა 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 23 ოქტომბერს, კომისიასა და შპს „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი - კვლევას” (შემდგომში შპს ”ბი სი ჯი კვლევას“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ 25 სამაუწყებლო ზონაში საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და გამოკითხვის შედეგების ანალიზის წარმოდგენის თაობაზე, თითოეულ სამაუწყებლო ზონაზე განცალკევებულად, აგრეთვე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეროვნული მაუწყებლობისათვის;
კომისიის მიერ დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული უნდა ყოფილიყო შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) საზოგადოებრივი დამოკიდებულება და მოთხოვნები სათემო ტელე და რადიო მაუწყებლობის მიმართ და თემატური შინაარსი;
ბ) საზოგადოებრივი დამოკიდებულება და მოთხოვნები კერძო ტელე და რადიო სპეციალიზებული მაუწყებლობის მიმართ და თემატური შინაარსი;
გ) საზოგადოებრივი დამოკიდებულება და მოთხოვნები კერძო ტელე და რადიო საერთო მაუწყებლობის მიმართ;
დ) საზოგადოებრივი დამოკიდებულება და მოთხოვნები მაუწყებლობის განხორციელების ტექნოლოგიური საშუალებების (საეთერო, საკაბელო, თანამგზავრული, ციფრული და ა.შ) მიხედვით;
საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარეობდა 2008 წლის 23 ოქტომბრიდან 2010 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, ორ ეტაპად, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. პირველი ეტაპის შედეგები კომისიაში შპს „ბი სი ჯი კვლევამ“ წარმოადგინა 2009 წლის 23 აპრილს. პირველი ეტაპის მონაცემები ეყრდნობოდა ფიფლ-მეტრებით გაზომილ ყურებადობის მაჩვენებლებსა და 6500 რესპოდენტის ინტერვიუს მონაცემებს.
2010 წლის 4 ივნისს შპს „ბი სი ჯი კვლევის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მე-2 ეტაპის შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ფიფლ-მეტრებით გაზომილ ყურებადობის მაჩვენებლებსა და დამატებით ჩატარებულ რაოდენობრივი კვლევის მონაცემებს (3000 ინტერვიუ), ასევე სათემო მაუწყებლობასთან დაკავშირებით ფოკუს-ჯგუფებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის თვისობრივი კვლევის შედეგებს.
2010 წლის 15 სექტემბერს კომისიასა და შპს „ბი სი ჯი კვლევას“ შორის გაფორმდა მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2008-2010 წლის კონსოლოდირებული ანგარიშის მიღება-ჩაბარების აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, 23 სამაუწყებლო ზონაში, გარდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული 24-ე სამაუწყებლო (სოხუმი) და 25-ე სამაუწყებლო (ჩხალთა) ზონებისა. გამოსაკითხი რესპოდენტების შერჩევისას გამოყენებულ იქნა სააღწერო უბნების მონაცემთა ბაზა, საქართველოს მოსახლების 2002 წლის აღწერიდან.
შპს „ბი სი ჯი კვლევის“ მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშის შესაბამისად, შერჩევისათვის გამოყენებულ იქნა სამსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. სტრატიფიკაციის პირველ დონეს წარმოადგენდა სამაუწყებლო ზონა. შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილდა 23 სამაუწყებლო ზონაზე, მათში სამიზნე მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
სტრატიფიკაციის მეორე დონეს (ქვესტრატა/substratum) წარმოადგენდა ზონის შიგნით არსებული ერთი და იგივე ტიპის დასახლებული პუნქტი (ქალაქი/სოფელი). ყოველი სტრატა დაიყო ორ ქვესტრატად. გარდა ამისა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების შერჩევაში მოხვედრა შესაბამისი პროპორციით, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში, დამატებით ქვესტრატებად გამოიყო ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული.
თითოეული სამაუწყებლო ზონისთვის დადგენილი შერჩევის მოცულობა გადანაწილდა ქალაქისა და სოფლის ქვესტრატებში მათში სამიზნე მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
შერჩევის მეორად ერთეულს (Secondary Sampling Unit - SSU) წარმოადგენდა შინამეურნეობა. უკვე შერჩეულ პირველად ერთეულებში, შერჩევის მეორადი ერთეულების შერჩევა განხორციელდა „შემთხვევითი ხეტიალის“ მეთოდით. ყოველ ინტერვიუერს მიეცა „შემთხვევითი ხეტიალის“ დეტალური ინსტრუქცია.
საბოლოო შერჩევის ერთეულს (Finally Sampling Unit-FSU) წარმოადგენდა რესპონდენტი. რესპონდენტის შერჩევა შინამეურნეობაში განხორციელდა ბოლო დაბადების დღის პრინციპის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბი სი ჯი კვლევის“ მიერ მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი კვლევის კონსოლოდირებული 2008-2010 წლის ანგარიშის წარმოდგენის შემდგომ, 2011 წლის 4 მარტს, კომისიის N110/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 5 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა კომისიაში ჩატარდა 2011 წლის 5 აპრილს, რომელსაც ესწრებოდნენ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, სამაუწყებლო ლიცენზიების მაძიებლები, საზოგადოებისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნდა ტელერადიომაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის კონსოლოდირებული ანგარიში, რის შემდეგ გაიმართა კვლევის შედეგების განხილვა, დამსწრე საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომაზე, დამსწრე საზოგადოების მიერ გამოთქმული წინადადებები და მოსაზრებები აისახა კომისიის 2011 წლის 5 აპრილის ზეპირი მოსმენის N8 სხდომის ოქმში.
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი კვლევის 2008-2010 წლის კონსოლოდირებულ ანგარიშში ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტული მიმართულებები, 23 სამაუწყებლო ზონის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
საქართველოს ტერიტორია |
ზონა 1 - ქ. თბილისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ზონა 2 - ყვარელი |
ზონა 3 - საგარეჯო |
|
1. მხატვრული ფილმები |
|
|
2. მუსიკალური გადაცემები |
|
|
3. იუმორისტული გადაცემები |
|
|
4. სატელევიზიო სერიალები |
|
|
5. სპორტული გადაცემები |
|
|
6. გასართობი თოქ-შოუ |
|
|
7. საინფორმაციო გადაცემები |
|
|
8. შემეცნებითი გადაცემები |
|
|
9. საბავშვო გადაცემები |
|
|
10. სხვა |
10 სხვა |
|
ზონა 4 - თიანეთი |
ზონა 5 - დუშეთი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
10 სხვა |
|
ზონა 6 - სტეფანწმინდა |
ზონა 7 - ბარისახო |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ზონა 8 – გორი |
ზონა 9 - ბორჯომი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ზონა 10 - ბოლნისი |
ზონა 11 – დმანისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
10. სხვა |
|
|
ზონა 12 – ახალქალაქი |
ზონა 13 – ახალციხე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
11. სხვა |
|
ზონა 14 – ჭიათურა |
ზონა 15 – ტყიბული |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ზონა 16 – ონი |
ზონა 17 – ცაგერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
10. სხვა |
10 სხვა |
|
ზონა 18 – მესტია |
ზონა 19 – ქუთაისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
11. სხვა |
|
|
ზონა 20 – ფოთი |
ზონა 21 – ზუგდიდი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
10. სხვა |
|
|
ზონა 22 – ოზურგეთი |
ზონა 23 – ბათუმი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებისა და კომისიის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისაგან გამოთხოვილი 2011 წლის იანვარ-თებერვლის სატელევიზიო არხების ყურებადობის საშუალო მაჩვენებლების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
- საზოგადოებრივი მოთხოვნა არ არის სათემო მაუწყებლობაზე; სათემო სამაუწყებლო არხის არსებობას, რესპონდენტები გამართლებულად არ მიიჩნევენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებშიც კი;
- საზოგადოება, სამაუწყებლო ზონების მიხედვით სხვადასხვაგვარი გადანაწილებით, უპირატესობას ანიჭებს ერთი თემატიკის სპეციალიზებულ პროგრამებს, მაგალითად, მუსიკალურ გადაცემებს (11,17 სამაუწყებლო ზონები), გასართობ თოქ-შოუებს (1,6,13,20 სამაუწყებლო ზონები), მხატვრულ ფილმებს (2,4,7,8,9,12,22,23 სამაუწყებლო ზონები), სპორტულ პროგრამებს (3,5,10,21 სამაუწყებლო ზონა), იუმორისტულ გადაცემებს (15,16,18,19 სამაუწყებლო ზონები), შემეცნებით გადაცემებს (14 სამაუწყებლო ზონა);
- საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საზოგადოებას ასევე ინტერესი აქვს პროგრამული მრავალფეროვნებისადმი, რაც “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებშია უზრუნველყოფილი;
- ცალსახაა, რომ საერთო ლიცენზიის მაუწყებლების მიერ შეთავაზებული საინფორმაციო გადაცემებების მიმართ რესპოდენტებს აქვთ სტაბილური ინტერესი, ასევე საერთო მაუწყებლობის ფარგლებში საზოგადოების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, რომელთა მოცულობაც სატელევიზიო და რადიო ეთერში საკმარისად არის უზრუნველყოფილი; შესაბამისად, დამატებითი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი პროგრამული მრავალფეროვნების პირობებში მოკრძალებულია, თუმცა სათემო მაუწყებლობისგან განსხვავებით საზოგადოებრივი მოთხოვნა მათზე ყველა სამაუწყებლო ზონაშია. ამასთან, თუ საინფორმაციო გადაცემებს რესპოდენტები ასახელებენ ყველა სამაუწყებლო ზონაში ერთ-ერთ პრიორიტეტად (მეტ-წილად მე-6, მე-7, მე-8 პრიორიტეტად), ქ. თბილისის სამაუწყებლო ზონაში რესპოდენტებმა პოლიტიკურ თოქ-შოუებს (მე-7 ადგილი) მიანიჭეს უპირატესობა საინფორმაციო გადაცემებთან (მე-8 ადგილი) შედარებით;
- სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ფარგლებში შეთავაზებული მრავალფეროვანი პროგრამების ჩამონათვალიდან, მსმენელთა მაღალი ინტერესი ფიქსირდება მუსიკალური გადაცემების მიმართ, ხოლო რაც შეეხება ჟანრებს, ყურადღება გამახვილებულია პოპ მუსიკაზე, ფოლკლორსა და კლასიკაზე;
- საერთო რადიო მაუწყებლობისათვის საზოგადოებრივი ინტერესი, ისევე როგორც საერთო ტელე მაუწყებლობის შემთხვევაში, პროგრამულ მრავალფეროვნებაზეა ორიენტირებული;
კომისია დამატებით აღნიშავს, რომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოკავშირის რეგიონალურ კონფერენციაზე (RRC-06) მიღებული გეგმა GE06-ის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაიყო 10 ციფრულ სამაუწყებლო ზონად; შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 1 აპრილს N2 დადგენილებით ცვლილებები შევიდა ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში და განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა. ახალი სამაუწყებლო ზონები მოიცავს ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე, კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის N10 დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა ანალოგურ სამაუწყებლო ზონას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი 10 ციფრული სამაუწყებლო ზონის მიხედვით, 23 ანალოგურ სამაუწყებლო ზონაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.
ახალი 10 ციფრული სამაუწყებლო ზონისა და ძველი 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონის გეოგრაფიული არეალის მიხედვით თავსებადობა შემდეგნაირია:
ა) სამაუწყებლო ზონა Geo 249 ძირითადად მოიცავს 24-ე (სოხუმი) სამაუწყებლო ზონას, აგრეთვე 21-ე (ზუგდიდი) და 25-ე (ჩხალთა) სამაუწყებლო ზონების ნაწილებს;
ბ) სამაუწყებლო ზონა Geo 250 ძირითადად მოიცავს 21-ე (ზუგდიდი) სამაუწყებლო ზონას და ნაწილობრივ ყოფილ მე-18 (მესტია) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-20 (ფოთი) სამაუწყებლო ზონას;
გ) სამაუწყებლო ზონა Geo 252 მოიცავს ძირითადად ყოფილ 23-ე (ბათუმი) სამაუწყებლო ზონას, ნაწილობრივ ყოფილ მე-20 (ფოთი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ 22-ე (ოზურგეთი) სამაუწყებლო ზონას;
დ) სამაუწყებლო ზონა Geo 253 მოიცავს ძირითადად ყოფილ მე-19 (ქუთაისი) სამაუწყებლო ზონას, მთლიანად ყოფილ მე-15 (ტყიბული) სამაუწყებლო ზონასა და ყოფილ მე-17 (ცაგერი) სამაუწყებლო ზონას და ნაწილობრივ ყოფილ მე-14 (ჭიათურა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-16 (ონი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-18 (მესტია) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-20 (ფოთი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ 21-ე (ზუგდიდი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ 22-ე (ოზურგეთი) სამაუწყებლო ზონას;
ე) სამაუწყებლო ზონა Geo 255 ძირითადად და სრულად მოიცავს ყოფილ მე-13 (ახალციხე) სამაუწყებლო ზონას, ყოფილი მე-12 (ახალქალაქი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს, ნაწილობრივ ყოფილ მე-9 (ბორჯომი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ 22-ე (ოზურგეთი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ 23-ე (ბათუმი) სამაუწყებლო ზონას;
ვ) სამაუწყებლო ზონა Geo 256 ძირითადად და სრულად მოიცავს ყოფილ მე-8 (გორი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილი მე-9 (ბორჯომი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს, ასევე ნაწილობრივ ყოფილ პირველ (თბილისი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-5 (დუშეთი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-6 (სტეფანწმინდა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-14 (ჭიათურა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-16 (ონი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-19 (ქუთაისი) სამაუწყებლო ზონას;
ზ) სამაუწყებლო ზონა Geo 257 მოიცავს ძირითადად ყოფილ მე-5 (დუშეთი) სამაუწყებლო ზონას, მთლიანად ყოფილ მე-7 (ბარისახო) სამაუწყებლო ზონას, ნაწილობრივ ყოფილ მე-6 (სტეფანწმინდა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-2 (ყვარელი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-4 (თიანეთი) სამაუწყებლო ზონას;
თ) სამაუწყებლო ზონა Geo 258 ძირითადად მოიცავს ყოფილ მე-11 (დმანისი) სამაუწყებლო ზონას, მე-10 (ბოლნისი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს და ნაწილობრივ ყოფილ პირველ (თბილისი) და ყოფილ მე-12 (ახალქალაქი) სამაუწყებლო ზონებს;
ი) სამაუწყებლო ზონა Geo 259 მოიცავს ძირითადად ყოფილ პირველ (თბილისი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილი მე-4 (თიანეთი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს, ნაწილობრივ ყოფილ მე-2 (ყვარელი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-3 (საგარეჯო) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-10 (ბოლნისი) სამაუწყებლო ზონას;
კ) სამაუწყებლო ზონა Geo 261 მოიცავს ძირითადად ყოფილ მე-2 (ყვარელი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-3 (საგარეჯო) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს.
კომისიას მიაჩნია, რომ ახალი 10 ციფრული სამაუწყებლო ზონისათვის ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენისას, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ძველი 23 ანალოგური სამაუწყებლო ზონიდან იმ სამაუწყებლო ანალოგური ზონისთვის განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომლის გეოგრაფიული არეალიც მთლიანად, ძირითადად ანუ უფრო სრულად მოხვდა შესაბამისი ციფრული სამაუწყებლო ზონის გეოგრაფიულ არეალში. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ციფრული სამაუწყებლო ზონა გეოგრაფიულად მოიცავს მთლიანად ან ძირითადად ანუ უფრო სრულად 2 ან მეტ ანალოგურ სამაუწყებლო ზონას, პროგრამული პრიორიტეტული მიმართულებების თანმიმდევრობა ახალი ციფრული სამაუწყებლო ზონისათვის უნდა დადგინდეს ყველა ასეთი ანალოგური სამაუწყებლო ზონისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში მოცემული თანმიმდევრობის ადექვატურად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საზოგადოებრივი აზრის კვლევის კონსოლიდირებული ანგარიში (თან ერთვის) ცნობილ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდეს, როგორც საერთო, ისე სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის; ამასთან, მხედველობაში იქნას მიღებული, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭება კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით;
3. კერძო საერთო ან სპეციალიზებული ტელე ან რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები გამოცხადდეს ცალ-ცალკე, სალიცენზიო განაცხადების შესაბამისად; კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისიამ იხელმძღვანელოს წინამდებარე გადაწყვეტილებით კერძო მაუწყებლობის თითოეული სახეობისათვის (სპეციალიზებული, საერთო) დადგენილი ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით და თითოეულ სალიცენზიო განაცხადზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
4. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, სათემო მაუწყებლობა განისაზღვროს არაპრიორიტეტულ ლიცენზიის სახედ;
5. კერძო საერთო ტელემაუწყებლობის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს პროგრამული მრავალფეროვნება;
6. კერძო საერთო რადიომაუწყებლობის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს პროგრამული მრავალფეროვნება;
7. კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის პრიორიტეტები დადგინდეს შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
ა) საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა):
ბ) სამაუწყებლო ზონა Geo 249 (პრიორიტეტები დადგინდა მხოლოდ ყოფილი 21-ე სამაუწყებლო ზონის (ზუგდიდი) მიხედვით, ყოფილი 24-ე (სოხუმი) სამაუწყებლო ზონის და ყოფილი 25-ე (ჩხალთა) სამაუწყებლო ზონის ოკუპირების გამო):
გ) სამაუწყებლო ზონა Geo 250 (ძირითადად მოიცავს 21-ე (ზუგდიდი) სამაუწყებლო ზონას და ნაწილობრივ ყოფილ მე-18 (მესტია) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-20 (ფოთი) სამაუწყებლო ზონას):
დ) სამაუწყებლო ზონა Geo 252 (მოიცავს ძირითადად ყოფილ 23 (ბათუმი) სამაუწყებლო ზონას, ნაწილობრივ ყოფილ მე-20 (ფოთი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ 22-ე (ოზურგეთი) სამაუწყებლო ზონას):
ე) სამაუწყებლო ზონა Geo 253 (მოიცავს ძირითადად ყოფილ მე-19 (ქუთაისი) სამაუწყებლო ზონას, მთლიანად ყოფილ მე-15 (ტყიბული) სამაუწყებლო ზონასა და ყოფილ მე-17 (ცაგერი) სამაუწყებლო ზონას და ნაწილობრივ ყოფილ მე-14 (ჭიათურა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-16 (ონი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-18 (მესტია) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-20 (ფოთი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ 21-ე (ზუგდიდი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ 22-ე (ოზურგეთი) სამაუწყებლო ზონას):
ვ) სამაუწყებლო ზონა Geo 255 (მოიცავს ძირითადად და სრულად ყოფილ მე-13 (ახალციხე) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-12 (ახალქალაქი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს, ნაწილობრივ ყოფილ მე-9 (ბორჯომი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ 22-ე (ოზურგეთი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ 23-ე (ბათუმი) სამაუწყებლო ზონას):
ზ) სამაუწყებლო ზონა Geo 256 (ძირითადად და სრულად მოიცავს ყოფილ მე-8 (გორი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილი მე-9 (ბორჯომი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს, ასევე ნაწილობრით ყოფილ პირველ (თბილისი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-5 (დუშეთი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-6 (სტეფანწმინდა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-14 (ჭიათურა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-16 (ონი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-19 (ქუთაისი) სამაუწყებლო ზონას):
თ) სამაუწყებლო ზონა Geo 257 (მოიცავს ძირითადად ყოფილ მე-5 (დუშეთი) სამაუწყებლო ზონას, მთლიანად მე-7 (ბარისახო) სამაუწყებლო ზონას და ნაწილობრივ ყოფილ მე-6 (სტეფანწმინდა) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-2 (ყვარელი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-4 (თიანეთი) სამაუწყებლო ზონას):
ი) სამაუწყებლო ზონა Geo 258 (ძირითადად მოიცავს ყოფილ მე-11 (დმანისი) სამაუწყებლო ზონას, მე-10 (ბოლნისი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს და ნაწილობრივ ყოფილ პირველ (თბილისი) და ყოფილ მე-12 (ახალქალაქი) სამაუწყებლო ზონებს):
კ) სამაუწყებლო ზონა Geo 259 (მოიცავს ძირითადად ყოფილ პირველ (თბილისი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილი მე-4 (თიანეთი) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს, ნაწილობრივ ყოფილ მე-2 (ყვარელი) სამაუწყებლო ზონას, ყოფილ მე-3 (საგარეჯო) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-10 (ბოლნისი) სამაუწყებლო ზონას):
ლ) სამაუწყებლო ზონა Geo 261 ზონა (მოიცავს ძირითადად ყოფილ მე-2 (ყვარელი) სამაუწყებლო ზონას და ყოფილ მე-3 (საგარეჯო) სამაუწყებლო ზონის უმეტეს ნაწილს):
1. მხატვრული ფილმები; სპორტული გადაცემები;
2. მუსიკალური გადაცემები; გასართობი თოქ-შოუები;
3. იუმორისტული გადაცემები; შემეცნებითი გადაცემები;
4. სატელევიზიო სერიალები;
5. საბავშვო გადაცემები;
8. კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მუსიკალური თემატიკის პროგრამები;
9. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები ძალაშია 2013 წლის 18 აპრილამდე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
11 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების (გ.რატიშვილი) და ადმინისტრაციულ (ი.ხარებავა) დეპარტამენტებს.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
