წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: 192 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011

მიღების თარიღი აპრილი 26, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის  საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებებით,  წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდისთვის რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების  შესახებ.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:   

1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდს (“LANA”)  ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:

N

ლიცენზი-ის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის  დასახელება

მინიჭე-ბული სახმობი

მინიჭებუ-ლი MMSI  N

Selective call

1

1155

კორპორაცია ”ფოთის საზღვაო ნავსადგური”

“LANA”

4LML2

213 960 000

-

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6 ) ერთი თვის ვადაში;

3.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                         ს. ბრიტანჩუკ

            კომისიის წევრი                                                                                                         კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები