წვდომის მენიუ

სს ”ფოთის გემთსაშენისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 194 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011

მიღების თარიღი აპრილი 26, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”ფოთის გემთსაშენმა” (რეგისტრირებული  ქ. ფოთის  საგადასახადოს ინსპექციის მიერ, ს.კ. № 215080604) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/97-11, 07.03.11) ქ. ფოთში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”ფოთის გემთსაშენის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ფოთის გემთსაშენს” 408.800 მჰც სიხშირე ქ. ფოთში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით;

2.    აღირიცხოს სს ”ფოთის გემსაშენისთვის”   მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”ფოთის გემსაშენისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ფოთის გემსაშენისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                              კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები