წვდომის მენიუ

შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 196 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011

მიღების თარიღი აპრილი 26, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  უსაფრთხოების სამსახურმა “კასკადმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 27 აპრილის  N 5/ბ-1518  დადგენილებით; ს.კ. № 212842110) კომისიას მიმართა განცხადებით  (№ 7/136-11, 30.03.11) ქ. ქუთაისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია დაცვითი საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს  უსაფრთხოების სამსახურს “კასკადს” 403.425 მჰც და 407.975 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში, ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    აღირიცხოს შპს  უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.     კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                          ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                                          კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                                          ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                          ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები