შპს “საქაერონავიგაციისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011
მიღების თარიღი აპრილი 29, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით №8/433,06.04.11 (კომისიაში რეგისტრაციის №7/144-11,07.04.11) მეტეოროლოგიური დანიშნულებით ფრენების უზრუნველსაყოფად, ქ.თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე რადიოლოკატორის ფუნქციონირებისთვის 9595 მჰც (ზოლის სიგანე 4 მჰც) სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქაერონავიგაციას” 9595 მჰც ±2 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანე 4 მჰც) ქ.თბილისში რადიოსალოკაციო სადგურის ფუნქციონირებისთვის ტექნიკური პირობებით:
ა) რადიოსალოკაციო სადგურის განლაგების ადგილის კოორდინატები 410 39’ 52’’ N,
440 58’ 05’’E,
ბ) იმპულსური სიმძლავრე - 160 კვტ ÷ 350 კვტ,
გ) ანტენის დიაგრამის გახსნილობის კუთხე - 0.50,
დ) გასხივებით მიმოხილვის სექტორი - წრიული,
ერთი წლის ვადით, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქაერონავიგაციისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
