წვდომის მენიუ

შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 206 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011

მიღების თარიღი აპრილი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიამ” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, №205256845) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  № 7/142-11, 07.04.11) საგარეჯოსა და  გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების ჩატარების  პროცესში  თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიას” 161.425 მჰც და 167.375 მჰც სიხშირეები საგარეჯოსა და  გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                          ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები