საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2011
მიღების თარიღი მაისი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 06 მაისის №26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე–18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 06 მაისის №26 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–16 საკითხი (შპს ”კიდას” სანქცირების შესახებ) კომისიის 2011 წლის 13 მაისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2011 წლის 06 მაისის №26 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი).
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 28 მაისის №253/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
3. კომისიის 2011 წლის 06 მაისის №26 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
