უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011
მიღების თარიღი მაისი 06, 2011
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის YALTA – 90.80 MHz, FEODOSIYA – 101.1 MHz, KERCH – 103.6 MHz და MARIUPOL – 66.56 MH მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ 11.3-09/4319, 22.02.11; № 11.3-14/5089, 09.03.11; № 11.3-09/3902, 17.02.11 და № 11.3-14/6583, 22.03.11) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
