სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2011
მიღების თარიღი მაისი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალმა საქართველოში” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 404861958) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/162-11, 15.04.11) ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ფარავნის ჰესის მშენებლობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალის საქართველოში” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალს საქართველოში” 407.350 მჰც, 412.700 მჰც და 417.850 მჰც სიხშირეები ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალისთვის საქართველოში” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალისთვის საქართველოში” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალისთვის საქართველოში” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
