წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 226 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011

მიღების თარიღი მაისი 06, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 15 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №124/2, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების 30-ე პუნქტის ლ) ქვეპუნქტში ქ. რუსთავში მითითებული სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის ”212XXXX-214XXXX”-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს  ”22XXXX-24XXXX”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გასწორდეს კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების 30-ე პუნქტის ლ) ქვეპუნქტში ქ. რუსთავში მითითებული სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ”212XXXX-214XXXX” შეიცვალოს ”22XXXX-24XXXX”-ით და შემდგომ, როგორც ტექსტშია;

2.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე. ნ. ჯავახიძე) დაევალოს

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

ბ)  აღნიშნული გადაწყვეტილების ნუმერაციის რესურსით (ციფრების ხუთნიშნა და ექვსნიშნა კომბინაციით) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისთვის გაგზავნა;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები