საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011
მიღების თარიღი მაისი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 11 მაისის №28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე–18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 11 მაისის №28 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „ახალ ქსელებსა” და შპს „სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ (საფუძველი: კომისიის 2011 წლის 10 მაისის №27 სხდომის ოქმი) (მომხს. პ. ბერია);
ბ) კერძო მაუწყებლობის N B24 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
გ) კერძო მაუწყებლობის N B32 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
2. კომისიის 2011 წლის 11 მაისის №28 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით წარმოდგენილი საკითხი: „შპს „ახალ ქსელებსა” და შპს „სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ“, გადადებულ იქნეს 2011 წლის 18 მაისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე;
3. კომისიის 2011 წლის 11 მაისის №28 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
