წვდომის მენიუ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სტუდია მონიტორისა“ და მოქალაქე გივი მგელაძის საჩივრების განხილვისა და შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს სანქცირების შესახებ

ნომერი: 229 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2011

მიღების თარიღი მაისი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (07.03.2011 N6/902-11) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „სტუდია მონიტორმა“ (შემდგომში „სტუდია მონიტორი“) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ „სტურია მონიტორი“ აგრძელებს მონიტორინგს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ აღნიშნული კომპანიების მიერ საინფორმაციო გამოშვებებსა და საბავშვო გადაცემებში განთავსებული რეკლამის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

„სტუდია მონიტორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული ვიდეო მტკიცებულებები (4 DVD დისკი).

:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ჯარიმა შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (10.03.2011 N03/459-11; 10.03.2011 N03/461-11; 10.03.2011 N03/460-11) ეცნობათ დაინტერესებულ პირებს („სტუდია მონიტორს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“)  და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენლები ნინო ზურიაშვილი, გივი მგელაძე, თამარ კორძაია, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ლელა ჭანტურია.

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს იურიდიულ განყოფილებას ჩაბარდა 2011 წლის 15 მარტს და შესაბამისად, ვერ მოესწრო საჩივრისა და თანდართული მასალების შინაარსის შესწავლა და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მოსაზრებების წარმოდგენა. 

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას და ამასთან აღნიშნა, რომ  „სტუდია მონიტორს“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებასა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობაა დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო „სტუდია მონიტორი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს ამ შემთხვევაში.

            „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტუდია მონიტორი“ უფლებამოსილია როგორც მომხმარებელმა მიმართოს კომისიას მაუწყებლის მიერ პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩია, რომ „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „სტურდია მონიტორის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია თანაბრად აღიარებს ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩია, რომ „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილად ჩათვალა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 26 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენლები ნინო ზურიაშვილი, გივი მგელაძე, თამარ კორძაია, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ლელა ჭანტურია.

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ასევე კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის დასკვნა „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების თაობაზე.

კომისიის სხდომაზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპატამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლის მიზნით, ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების თაობაზე, რაც დაკმაყოფილებულ იქნა კომისიის მიერ და ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო 2011 წლის 3 მაისის 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ განმეორებითი ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 3 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენლები ნინო ზურიაშვილი, გივი მგელაძე, თამარ კორძაია, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ კომისიის წინაშე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, განსახილველ დავაში „სტუდია მონიტორი“ არ წარმადგენს უფლებამოსილ პირს. კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სტუდია ”მონიტორი” თავის, როგორც მომხმარებლის კანონიერ ინტერესს ხსნის ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ ”სტუდია მონიტორის” მიერ მითითებული კონსტიტუციის 45-ე მუხლი (კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე) არ ითვალისწინებს იურიდიულ პირზე იმ უფლებებისა და თავისუფლებების ავტომატურ გავრცელებას, რაც კანონით მოქალაქისთვისაა მინიჭებული. ამის მაგალითად შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მოჰყავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მეორე კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის №2/3/441 გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის განმარტებისას დაინტერესებული პირი, „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის თამბაქოს მავლე ზეგავლენის შესახებ სამართლებრივ საკითებთან მიმართებაში დაასახელა როგორც არაუფლებამოსილი პირი. შუამდგომლობაში შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მოიხმობს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-8 პუნქტს, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზე. მოსარჩელე, როგორც იურიდიული პირი, წარმოადგენს სამართლებრივ კონსტრუქციას, ფიქციას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ იქნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების სუბიექტი. ამდენად, ეს უფლებები არ განეკუთვნება იმ უფლებათა რიგს, რომელიც თავისი შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება გავრცელდეს იურიდიულ პირზე”. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის 45-ე მუხლის განმარტებით ცალსახად ადგენს, რომ 45-ე მუხლის დათქმა არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის ამ თავით მინიჭებული უფლებების ავტომატურ გავრცელებას იურიდიულ პირებზე და იურიდიული პირი, კონსტიტუციის 45-ე მუხლზე მითითებით ავტომატურად ვერ ისარგებლებს მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ თვლის, რომ იურიდიულ პირზე ყოველთვის ვერ გავრცელდება მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები და განსახილველ დავასთან დაკავშირებით, „სტუდია მონიტორი“, როგორც იურიდიული პირი (ვინაიდან ის ორგანიზაციული წარმონაქმნია), თავისი ბუნებით, ვერ იქნება მომხმარებელი, ვინაიდან ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს, რომ მომხმარებელია  მოქალაქე. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ  საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის განმარტებისას ამბობს, რომ არსებობს რიგი უფლებები, რომელიც თავისი შინაარსის გათვალისწინებით ვერ გავრცელდება იურიდიულ პირზე. ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირი, ვალდებულია დაასაბუთოს თავისი კანონიერი ინტერესი და მაუწყებლის მიერ განხორციელებული ქმედებების გავლენა თავად დაინტერესებული პირის საქმიანობაზე, ინტერესზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია რომ ”სტუდია მონიტორის” მიერ კომისიისთვის არ იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები მათი კანონიერი ინტერესისა და მაუწყებლის მიერ მათი საქმიანობის გავლენის არსებობაზე დასადასტურებლად, ხოლო საქართვერლოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მითითება, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არსებული პრეცედენტის მიხედვით აშკარად ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნორმის მითითება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას იურიდიული პირებისთვის.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „ტელეიმედის“ შუამდგომლობა სადაც აღნიშნულია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება „სტუდია მონიტორის“ საჩივართან დაკავშირებით ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობაა დაინტერესებული პირის განცხადება. როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, ასევე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი განსაზღვრავს დაინტერესებული პირის (მხარის) ცნებას, რისი მიხედვითაც “სტუდია მონიტორი” ვალდებულია დაასაბუთოს შპს „ტელეიმედის“ საქმიანობის პირდაპირი და უშუალო გავლენა მის კანონიერ ინტერესებზე, რაც საჩივარში არ არის მითითებული. შპს „ტელეიმედი“ განმარტავს, რომ საჩივრის ავტორი აპელირებას აკეთებს “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონზე და მიაჩნია, რომ ის არის მომხმარებელი და შესაბამისად, უფლებამოსილია იდაოს მაუწყებლის მხრიდან რეკლამის განთავსების წესის დარღვევებზე. ზემოაღნიშნული კანონი განმარტავს “მომხმარებლის” სტატუსს, რის მიხედვითაც „მომხმარებელი" არის - „პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე”. შპს „ტელეიმედი“ ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული უფლებანი და ძირითადი თავისუფლებანი, მათი შინაარსიის გათვალისწინებით ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზეც. შპს „ტელეიმედს“ მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს თუ რამდენად თავსდება “მომხმარებლის” სტატუსში “სტუდია მონიტორი”. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით “საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო, და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ”, ხოლო, ამავე კანონის 31-ე მუხლის მიხედვით პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს: საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის დეპარტამენტი, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახური, გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. სწორედ მომსახურების (მაგ. მობილური ოპერატორების და სხვა) ხარისხის კონტროლის უფლებამოსილებაზეა საუბარი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში, როდესაც მითითებულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციაა: “თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების  ხელშეწყობა, აგრეთვე  „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი”. შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“ მიაჩნია, რომ “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი იცავს მომხმარებლის უფლებას პროდუქციისა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით  და განსაზღვრავს პროდუქციის დამამზადებლის და გამყიდველის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობის საკითხს და არა მაუწყებლის, როგორც რეკლამის განმათავსებლის პასუხისმგებლობის საკითხს. კანონში საუბარი არ არის პროდუქციის ან მომსახურების  ეთერში განთავსების წესის დარღვევაზე და შესაბამისად, მომხმარებლის დაცვის გარანტიებზე. აღნიშნულს არეგულირებს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელთა ნორმების დარღვევა პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მომჩივანს (“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი), რაც ვერ საბუთდება და ვერ მტკიცდება. შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ აზრით, “სტუდია მონიტორი” არ წარმოადგენს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 14.4 მუხლში მოხსენიებულ სუბიექტს - “მომხმარებელს”. რეკლამის განთავსებისათვის (პერიოდულობა, ხანგრძლივობა)კანონმდებლის მიერ დადგენილი მოთხოვნები განპირობებულია მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით, რათა სარეკლამო ჭრამ არ დაურღვიოს მას პროგრამის შინაარსის სრულყოფილი აღქმა, ხოლო მაყურებელი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ იქნება იურიდიული პირი.

            კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ შუამდგომლობები, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ „სტუდია მონიტორი“ როგორც იურიდიული პირი არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ შუამდგომლობები, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე კომისიამ უკვე იმსჯელა „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განსახილველად მიღების სტადიაზე (კომისიის 2011 წლის 18 მარტის N134/23 გადაწყვეტილება),  იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე და მიიჩნია, რომ „სტუდია მონიტორი“ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს განსახილველ დავაში.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 3 მაისს, კომისიას საჩივრით (03.05.2011 N9/37-11) მიმართა მოქალაქე გივი მგელაძემ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს „სტუდია მონიტორის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს (რწმუნებულება Nგ55-03/11), შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ „სტუდია მონიტორის“ საჩივრის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში. საჩივარში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ 2011 წლის 28 აპრილის 21:00 საათიან კურიერში განხორციელდა რეკლამისთვის განკუთვნილი 120 წამიანი ლიმიტის დარღვევა; კერძოდ, პირველი სარეკლამო ჭრა დაიწყო 21.25.00 წუთზე და დასრულდა 21:30:15 წამზე. კომერციული რეკლამის ოდენობამ შეადგინა 5 წუთი და 15 წამი ანუ ჯამში 315 წამი. მეორე სარეკლამო ჭრა დაიწყო 21.47.45 წამზე და გაგრძელდა 21.50.20 წამამდე. კომერციული რეკლამის შემდეგ იყო სოციალური რეკლამა 1 წუთი ხოლო 21:51:22 წამზე კვლავ გაგრძელდა კომერციული რეკლამა და დასრულდა 21:51:45 წამზე. სულ კომერციული რეკალმის ხანგრძლივობამ შეადგინა 2 წუთი და 58 წამი.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა 29 აპრილის 21 საათიან საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“, სადაც პირველი სარეკლამო ჭრა დაიწყო 27 წუთსა და 10 წამზე და გაგრძელდა 32 წუთამდე ანუ შეადგინა 290 წამი, მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 49 წუთსა და 39 წამზე და გაგრძელდა 52 წუთსა და 19 წამამდე, შემდეგ გაგრძელდა სოციალური რეკლამა და კომერციული რეკლამა განახლდა 53 წუთსა და 21 წამიდან და გაგრძელდა 53 წუთსა და 31 წამამდე, ანუ შეადგინა 170 წამი. მთლიანობაში სარეკლამო ჭრის დროის ხანგრძლივობამ შეადგინა 470 წამი.

შპს „ტელეიმედის“ 2011 წლის 28 აპრილის 20 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ პირველი სარეკლამო ჭრა დაიწყო „ქრონიკის“ დაწყებიდან მე-18 წუთზე „ნანუკას შოუს“ ანონსით. უშუალოდ კომერციული რეკლამა დაიწყო 20 საათსა და 20 წუთზე და გაგრძელდა  ამავე საათის 26 წუთსა და 34 წამამდე, ანუ 6 წთ. და 14 წამი, ჯამში 674 წამი, რაც დასაშვებ ლიმიტს 3-ჯერ აღემატება. მე-2 სარეკლამო ჭრა დაიწყო 20:45:33 წამზე და დასრულდა 20:52:10 წამზე, ანუ რეკლამა გაგრძელდა 6 წუთი და 37 წამი, ჯამში 397 წამი. შესაბამისად, რეკლამის მთლიანმა ხანგრძლივობამ შეადგინა 1071 წამი, რაც ყოველ 15 წუთში წყვეტის შემთხვევაში შემაჯამებელი დროის ოდენობაზე (360 წამი) 711 წამით მეტია დაშვებულ ლიმიტზე.

კანონის ნორმა დაირღვა ასევე შპს „ტელეიმედის“ 29 აპრილის 20 საათიან ქრონიკაში. კერძოდ, სარეკლამო ჭრა დაიწყო 23:25 წუთზე და დასრულდა 29:00 წუთზე, სარეკლამო ჭრა გაგრძელდა 5 წთ. და 35 წამი ანუ 335 წამი. მეორე სარეკლამო ჭრა დაიწყო ამავე საათის 48 წუთსა და 40 წამზე და გაგრძელდა 54 წუთსა და 05 წამამდე, შემდეგ შეწყდა სოციალური რეკლამით 55-ე წუთზე და გაგრძელდა კომერციული რეკლამით ამავე საათის 56 წუთსა და 15 წამამდე. მეორე ჭრაში რეკლამის ოდენობამ შეადგინა 400 წამი.

კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე გივი მგელაძის მიერ შპს „ტელეიმედსა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიმართ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივარი შემოტანილ იქნა „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას და მოპასუხე მხარეებს აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოადგენენ შპს „ტელეიმედი“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“; ამავე დროს, მოქალაქე გივი მგელაძე წარმოადგენს „სტუდია მონიტორის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების ყველა სტადიაზე მონაწილეობას იღებდა, როგორც „სტუდია მონიტორის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოქალაქე გივი მგელაძის განცხადების განხილვა „სტუდია მონიტორის“ საჩივართან ერთობლივად, ვინაიდან, დავის საგანი და მოპასუხე მხარეები იდენტურია ორივე საჩივარში, ხოლო კომისია არ არის უფლებამოსილი ერთი და იგივე დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენისათვის დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ერთზე მეტი სანქცია, მომჩივანთა ოდენობის მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, „სტუდია მონიტორის“ საჩივართან დაკავშირებით, შპს „რუსთავი 2“ მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტება (26.04.2011 N6/1693-11), სადაც აღნიშნულია შემდეგი:

1. ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის  ”დ” ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით  აღნიშნულია, რომ „სტუდია მონიტორი” თავის საჩივარში მიუთითებს, რომ 2011 წლის 11 თებერვლის 18:00 საათიანი კურიერის  ხანგრძლივობა გაგრძელდა 30 წუთზე ნაკლები დროით, კერძოდ 23 წუთი დ 10 წამი და სარეკლამო ჭრამ შეადგინა დადგენილი ლიმიტის, 120-ის ნაცვლად 185 წამი, რითაც მაუწყებელმა დაარღვია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ „სტუდია მონიტორის” მიერ დასმული ეს საკითხი წარმოადგენს ფაქტობრივ და სამართლებრივ უზუსტობას, ვინაიდან 2011 წლის 11 თებერვლის 18:00 საათიანი კურიერი გაგრძელდა არა 23 წუთი და 10 წამი და სარეკლამო  ჭრამ შეადგინა არა 185 წამი, როგორც ეს აღნიშნულია „სტუდია მონიტორის” საჩივარში, არამედ გადაცემის ხანგრძლივობამ შეადგინა დაგეგმილზე მეტი 1 საათი, 50 წუთი და 35 წამი, ხოლო სარეკლამო ჭრამ 100 წამი. შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“-ს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი უზუსტობის გამო, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

2. ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ დარღვევის შესახებ მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან გაურკვეველია თუ რა მეთოდიკის შერჩევით ითვლის „სტუდია მონიტორი” ქრონომეტრაჟს, საჩივარზე თანდართულ ვიდეო მასალაში ჩანს მხოლოდ ”კურიერის” ჩანაწერი, ხოლო საჩივრის დოკუმენტურ ნაწილში მითითებულია დროის ის მაჩვენებლები და ინტერვალები, რომელიც აშკარად არასწორია. შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ „სტუდია მონიტორის” მიერ შერჩეული დროის დათვლის მეთოდიკა ხარვეზიანია, რაც თავის მხრივ იწვევს ამ ფაქტობრივ უზუსტობებს. აღნიშნულის დასადასტურებლად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ი აღნიშნავს, რომ „სტუდია მონიტორი” სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის დათვლისას ითვლის ტიხრების და შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს გადაცემის ანონსების დროსაც, რაც შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს არასწორად მიაჩნია (2011 წლის 18 თებერვლის 21:00 საათიანი კურიერის სარეკლამო ჭრაში გავიდა ”ვანო ჯავახიშვილის შოუს” ანონსი და ტიხრები).

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და  საერთაშორისო ნორმების მიხედვით  მაუწყებლის მიერ საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის, რეკლამის სახით, ანუ ანონსის, ე.წ ”პრომოს” სახით გადაცემა, აგრეთვე სარეკლამო ტიხრები არ ითვლება რეკლამად (ტიხარი წარმოადგენს შუა რგოლს რეკლამასა და გადაცემას შორის, რომლის საშუალებითაც მთავრდება, იწყება გადაცემა ან/და რეკლამა და მაყურებელს ეძლევა ვიზუალური ინფორმაცია გადაცემის დამთავრებისა და სარეკლამო ჭრის დაწყების შესახებ ან/და პირიქით, სარეკლამო ჭრის დასრულებისა და გადაცემის დაწყების, გაგრძელების შესახებ; ტიხრების ხანგრძლივობა როგორც წესი არის 12 წამი, შესაბამისად, სარეკლამო ჭრის დროის დაანგარიშებისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული ფაქტი). „რეკალმის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია, როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტებით: “გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა” მაუწყებლის მიერ საკუთარ პროგრამასთან დაკავშირებული განცხადება პირდაპირ გამიჯნულია რეკლამისგან და არ შეიძლება ის განხილულ იქნას ნებისმიერ იმ სამართლებრივ ნორმასთან კავშირში, რომელიც არეგულირებს კომერციული რეკლამის შესახებ საკითხებს.

”ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-3 თავის (რეკლამა და ტელე-შოპინგი), მე-12 მუხლის (ხანგრძლივობა) მე-4 პუნქტი აგრეთვე განმარტავს, რომ რეკლამად არ შეიძლება ჩაითვალოს მაუწყებლის მიერ საკუთრ პროგრამასთან დაკავშირებული განცხადებები და არც რეკლამის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ლიმიტები შეიძლება იქნეს განხილული ამგვარ განცხადებებთან მიმართებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა „სტუდია მონიტორის” მიერ მაუწყებლის პროგრამასთან დაკავშირებული მასალებისა და ტიხრების ქრონომეტრაჟის ჩათვლა რეკლამად და მათი (პრომოები, ანონსები, ტიხრების) დროის დაანგარიშება კანონით დაწესებულ სარეკლამო ლიმიტებთან მიმართებაში.

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს „სტუდია მონიტორის” საჩივარში ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევაზე  მითითება აგრეთვე  უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს აზრით აღნიშნული ნორმის ტექსტი ცალსახად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული:  ” ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით”. თავად ნორმის შინაარსობრივი მხარე  ”და” კავშირით  მიუთითებს, რომ 120 წამიანი ლიმიტი მაუწყებლის მიმართ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ გადაცემა შეწყდება არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ ე.ი თუ მაუწყებელი გადაწყვეტს, რომ მისი პროგრამა უნდა შეწყდეს ისეთი სიხშირით, როგორიცაა 15 წუთიანი ინტერვალი, მაშინ ჭრის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ერთს და ჭრის ხანგრძლივობამ 120 წამს. 2011 წლის 18 თებერვლის 21:00 საათიანი კურიერის მსვლელობის განმავლობაში, პირველი წყვეტა განხორციელდა 21:27 საათზე, ე.ი გადაცემის პირველი ნაწილი მიმდინარეობდა დაახლოებით 27 წუთის განმავლობაში,  შესაბამისად 15 წუთზე მეტი დროის ინტერვალში. პირველი წყვეტის მერე გადაცემა გაგრძელდა 21:33 საათზე და სარეკლამო ჭრამდე, რომელიც დაიწყო 21:53 საათზე, მისმა ხანგრძლივობამ შეადგინა დაახლოებით 20 წუთი. გადაცემის მესამე ნაწილი კი დაიწყო 21:57 საათზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ არ ყოფილა 15 წუთიან წყვეტასთან დაკავშირებული 120 წამიანი ლიმიტი დარღვეული, ვინაიდან 18 თებერვლის 21:00 საათიანი კურიერი, საინფორმაციო დღის დატვირთულობიდან გამომდინარე, არ შეწყვეტილა 15 წუთიანი ინტერვალებით.

3. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის  დარღვევასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 13 თებერვალს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ს ეთერით გასული  „საბავშვო ამბების“ სარეკლამო წყვეტასა და მის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით „სტუდია მონიტორის” საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან „საბავშვო ამბების“ გადაცემის წყვეტასთან დაკავშირებითაც არსებობს ფაქტობრივი უზუსტობები, რაც სავარაუდოდ, გამოწვეულია დროის დათვლის არასწორი მეთოდიკით. საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველი წყვეტის ხანგრძლივობამ შეადგინა 4 წუთი და 17 წუთი და მეორე წყვეტის ხანგრძლივობამ 2 წუთი და 47 წამი, ანუ 167 წამი, რაც არასწორია, ვინაიდან რეალურად ორივე ჭრაში მთლიანად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 80 წამი. პირველ ჭრაში 50 წამი, ხოლო მეორეში - 30 წამი. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ აღნიშნავს, რომ „სტუდია მონიტორს” სარეკლამო დროში ჩათვლილი აქვს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ს ტიხრებისა და გადაცემების ანონსები. მაგალითად, ”ეკი ვოკის”, ”ანა ბანას”, ”კომედი შოუს”, სპორტული გადაცემის ანონსები. ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტი განმარტავს, რომ ”საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით.” შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ამ ნორმასაც განმარტავს ისევე, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ სტუდია ”მონიტორის” მიერ საჩივარში მითითებულ დარღვევებზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები; თავად საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესსა და მაუწყებლის მიერ მის საქმიანობაზე პირდაპირ და უშუალო გავლენის არსებობას; საჩივარში მითითებული არგუმენტები შეიცავს რიგ ფაქტობრივ უზუსტობებს და საჩივარი მთლიანად, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. შესაბამისად შპს „რუსთავი 2“ ითხოვს უარი ეთქვას „სტუდია მონიტორს” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და არაუფლებამოსილების გამო და შეწყდეს შპს ”რუსთავი 2”-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნები. კერძოდ, „სტუდია მონიტორის“ საჩივართან დაკავშირებულ დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

1. საინფორმაციო გამოშვებაში  სარეკლამო ჭრისათვის კანონით დადგენილი დროის დაუცველობასთან დაკავშირებით:

ა) ”სტუდია მონიტორის” საჩივარში აღნიშნულია რომ 2011 წლის 11 იანვრის (”სტუდია მონიტორის” საჩივარში შეცდომით მითითებულია 11 თებერვალი, რაც დაზუსტებულ იქნა „სტუდია მონიტორის“ მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე) შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”კურიერის”  ხანგრძლიობამ შეადგინა სულ 23 წუთი და 10 წამი, ხოლო სარეკლამო ჭრამ 185 წამი. შესაბამისად, ”სტუდია მონიტორი”  ორ საკითხზე დაობს, კერძოდ, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ დარღვეულია:

1. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტი (იკრძალება ახალი ამბების პროგრამის რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა თუ მისი  ხანგრძლიობა 30 წუთზე ნაკლებია).

2. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი (ახალი ამბების პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით).

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ”სტუდია მონიტორს” არ გამოურიცხია აღნიშნული 185 წამიდან სოციალური რეკლამისათვის გამოყოფილი 95 წამი. შესაბამისად, სარეკლამო წყვეტამ შეადგინა 90 წამი, რაც გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ მხოლოდ მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 64- მუხლის მე-4 პუნქტის ) ქვეპუნქტის დარღვევა, კერძოდ რეკალმით შეწყდა ახალი ამბების პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე ნაკლები იყო.

ბ) 2011 წლის 18 თებერვლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”კურიერთან“ დაკავშირებით ”სტუდია მონიტორის” საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 298 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრამ - 290 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ”სტუდია მონიტორს” არ გამოურიცხია აღნიშნულ სარეკლამო წყვეტებში  სოციალური რეკლამისათვის დათმობილი წამების რაოდენობა.  შესაბამისად, პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 145 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრამ - 250 წამი. ამ შემთხვევაში სახეზეა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ  ”მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის შესაბამისადაც, .

გ) 2011 წლის 15 თებერვლის შპს ”ტელეიმედის” 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკასთან” დაკავშირებით  ”სტუდია მონიტორის” საჩივარში აღნიშნულია, რომ სარეკლამო ჭრამ შეადგინა 245 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ”სტუდია მონიტორს” არ გამოურიცხია აღნიშნულ სარეკლამო წყვეტებში  სოციალური რეკლამისათვის დათმობილი წამების რაოდენობა. შესაბამისად, სარეკლამო ჭრამ შეადგინა - 220 წამი. ამ შემთხვევაში შპს „ტელეიმედის“ მიერ სახეზეამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა.

 

დ) 2011 წლის 16 თებერვლის შპს ”ტელეიმედის” 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკასთან“ დაკავშირებით ”სტუდია მონიტორის” საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 344 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრამ 370 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ”სტუდია მონიტორს” არ გამოურიცხია აღნიშნულ სარეკლამო წყვეტებში  სოციალური რეკლამისათვის დათმობილი წამების რაოდენობა. შესაბამისად, პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 225 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრამ - 265 წამი. ამ შემთხვევაში სახეზეა შპს „ტელეიმედის“ მიერ მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა.

ე) 2011 წლის 1 მარტის შპს ”ტელეიმედის” 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკასთან“ დაკავშირებით  ”სტუდია მონიტორის” საჩივარში აღნიშნულია, რომ სარეკლამო ჭრამ შეადგინა 273 წამი. შემოწმების შედეგად დადასტურებულ იქნა აღნიშნული ფაქტი, შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახეზეა შპს „ტელეიმედის“ მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა.

2. საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის განთავსების წესების  დარღვევასთან დაკავშირებით:

2011 წლის 13 თებერვლის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს გადაცემა ”საბავშვო ამბები” გაგრძელდა სულ 22 წუთი და 05 წამი და რეკლამით შეწყდა ორჯერ 08 წუთსა და 45 წამზე და 20 წუთსა და 55 წამზე. ”სტუდია მონიტორის” საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 257 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრამ -167 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ”სტუდია მონიტორს” არ გამოურიცხია აღნიშნულ სარეკლამო წყვეტებში შპს  სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს მიერ საკუთარი გადაცემების ანონსირება და აღნიშნული სარეკლამო დროდ ჩათვალა. ზემოაღნიშნული ანონსები არ შეიძლება ჩაითავლოს კომერციული რეკლამის განთავსებად. შესაბამისად, „საბავშო ამბებში“ პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 60 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრამ შეადგინა 35 წამი. ამ შემთხვევაში, შპს „რუსთავი 2“-ს მიერ სახეზეა  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევა (საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით).

მოქალაქე გიგა მგელაძის მიერ წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

ა) 2011 წლის 28 აპრილს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში” პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 320 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრა გაგრძელდა - 182 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ  ორივე სარეკლამო ჭრის დროს სახეზეა მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის ფაქტი.

ბ) 2011 წლის 29 აპრილს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”კურიერიში” პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 293 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრა გაგრძელდა - 185 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე სარეკლამო ჭრის დროს სახეზეა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის ფაქტი.

გ) 2011 წლის 28 აპრილს შპს ”ტელეიმედის” 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში” პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 384 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრა გაგრძელდა  - 346 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე სარეკლამო ჭრის დროს სახეზეა მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის ფაქტი.

დ) 2011 წლის 29 აპრილს შპს ”ტელეიმედის” 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში“ პირველმა სარეკლამო ჭრამ შეადგინა 330 წამი, ხოლო მეორე სარეკლამო ჭრა გაგრძელდა 290 წამი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე სარეკლამო ჭრის დროს სახეზეა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 64- მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის ფაქტი.

          ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია;

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლში 2011 წლის 19 აპრილს განხორციელდა ცვლილებები (ცვლილებები ძალაში შევიდა აღნიშნული ცვლილებების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე 2011 წლის 5 მაისს). აღნიშნული ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის:

მე-4 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

დ) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის  (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.

            მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.

            მე-8 პუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.

           მე-9 პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.

       კომისია აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4546-Iს საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს და ამავე დროს, შპს „ტელეიმედისა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები ჩადენილ იქნა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის ძველი რედაქცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის დარღვევის ფაქტების დაკვალიფიცირება უნდა განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ცვლილებების ძალაში შესვლამდე, (2011 წლის 5 მაისამდე).  

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იკრძალება ახალი ამბების რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა თუ მისი  ხანგრძლიობა 30 წუთზე ნაკლებია. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა 2011 წლის 11 იანვარს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით, 18:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში”;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,  ახალი ამბები რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი, შპს ”ტელეიმედის” 2011 წლის 15 თებერვლის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“, 2011 წლის 15 თებერვლის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“, 2011 წლის 1 მარტის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“, 2011 წლის 28 აპრილის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“, 2011 წლის 29 აპრილის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ და 2011 წლის 18 თებერვალს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში 21:00 საათზე გადაცემულ საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში”, 2011 წლის 28 აპრილის 21:00 საათიან გადაცემა „კურიერში“ და 2011 წლის 29 აპრილის 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“;

 5. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საბავშვო პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი 2011 წლის 13 თებერვალს ეთერით გადაცემულ ”საბავშვო ამბებში”;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, თუ დადასტურდება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დეკლარაციის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს ლიცენზიის მფლობელის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის N595/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“ მიეცა გაფრთხილება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის  64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-9 და მე-10 პუნქტების დარღვევის გამო, ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ გაფრთხილდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის გამო; მიუხედავად ამისა, კომპანიები კვლავ აგრძელებენ კომერციული რეკლამის განთავსებისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, რაც ამძიმებს დარღვევის შინაარსს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უტყუარად იქნა დადასტურებული შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის, ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის ფაქტები და აღნიშნული დარღვევები მიმართული იყო პირთა ფართო წრის (შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მომხმარებლების) მიმართ და ამავე დროს, შპს „ტელეიმედი“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიმართ გაფრთხილების სახით სანქციის გამოყენებიდან (2010 წლის 31 დეკემბერი) არ გასულა ერთი წელი,   დარღვევის სიმძიმის და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დარღვევებს განგრძობითი (განმეორებითი) ხასიათი ჰქონდა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ  შპს „ტელეიმედის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9  პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილდეს „სტუდია მონიტორის“ და მოქალაქე გივი მგელაძის საჩივრები (07.03.2011 N6/902-11; 03.05.2011 N9/37-11) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედის“ სანქცირებასთან დაკავშირებით:

ა) დაჯარიმდეს შპს „ტელეიმედი“ 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის  64-ე მუხლის მე-9   პუნქტის დარღვევის გამო;

ბ) უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ 2500.00 (ორი ათას ხუთასი)  ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE 22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

გ) დაჯარიმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის  64-ე მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9  პუნქტების დარღვევის გამო;

დ) უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა  2500.00 ( ორი ათასი ხუთასი)  ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE 22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

2. უზრუნველყონ შპს „ტელეიმედმა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა სამაუწყებლო ბადეში რეკლამის განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნათა დაცვით;

3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი) სისტემატური მონიტორინგის განხორციელება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნათა დაცვაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნა „სტუდია მონიტორის“, შპს „ტელეიმედისა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

13. კონტორლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                     .ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                            

.ბრიტანჩუკი

.კვიტაიშვილი

.სიხარულიძე

.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები