წვდომის მენიუ

ი/მ “დალი თათანაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 23 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2011

მიღების თარიღი იანვარი 21, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ი/მ “დალი თათანაშვილმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 106211796) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის  №7/435-10, 23.12.10)  ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ი/მ “დალი თათანაშვილის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/მ “დალი თათანაშვილს” 157.225 მჰც და 162.675  მჰც  სიხშირეები  ქ. თბილისში  ერთი წლის ვადით ოპერატიული  რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ი/მ “დალი თათანაშვილისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “დალი თათანაშვილისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ი/მ “დალი თათანაშვილისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები