წვდომის მენიუ

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 234 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2011

მიღების თარიღი მაისი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა”  (რეგისტრირებული ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ,   ს.კ №245383678), კომისიას მიმართა განცხადებით (№ 6/1758-11, 27.04.11), ქ.ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია საზღვაო ხომალდებსა და სანაპირო რადიოსადგურებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  შპს  ”ბათუმის საზღვაო ნავსადგურის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს  შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს”  156.300 მჰც, 156.375 მჰც, 156.400 მჰც, 156.450 მჰც, 156.500 მჰც, 156.550 მჰც, 156.575 მჰც, 156.625 მჰც, 156.675 მჰც, 156.700 მჰც, 156.725 მჰც  და 156.750 მჰც სიხშირები ქ.ბათუმში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის”  მინიჭებული სიხშირები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები