წვდომის მენიუ

შპს „კარატ +”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 235 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2011

მიღების თარიღი მაისი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”კარატ +”-მა  (რეგისტრირებული  თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ,  ს.ნ №404378749) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/174-11, 28.04.11)  ქ.რუსთავში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ქიმიური მრეწველობის პროცესში თანამშრომლებს  შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”კარატ +”-ის    მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”კარატ +”-ს   441.750 მჰც, 441.800 მჰც, 441.875 მჰც, 441.975 მჰც, 446.950 მჰც, 447.050 მჰც, 447.275 მჰც და 447.375 მჰც სიხშირეები ქ. რუსთავში ერთი წლის ვადით,   ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს შპს ”კარატ +”-სთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კარატ +”-სთვის   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ” კარატ +”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკ

            კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები