წვდომის მენიუ

შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 236 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2011

მიღების თარიღი მაისი 13, 2011

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფმა”   (რეგისტრირებული  ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 212921560) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  № 7/180-11, 04.05.11) ქ.  ქუთაისსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ხე-ტყის მასალის მოპოვება-დამუშავების პროცესში  თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფს”  408.300 მჰც და 413.400 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯორჯიენ ინთერნეიშენალ ინდასთრიელ ინვესთმენთ გრუფისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                           ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები