წვდომის მენიუ

სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 239 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2011

მიღების თარიღი მაისი 13, 2011

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა” კომისიას მიმართა განცხადებით  №312097,15.03.11 (რეგისტირებული №3/25-11,21.03.11), საკუთარი მოხმარების შიდა კავშირის ქსელის მოწყობის მიზნით, ქ.თბილისში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-11კმ) კუს ტბის, მთაწმინდის ტელეანძის, ზედაზენის ანძის მიმართულებებზე და მახათას მთის ანძის გავლით  ქ.რუსთავამდე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის,  რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის”  მოთხოვნილ მონაკვეთებზე გამოსაყენებლად შერჩეულ  იქნა  ETSI სტანდარტით განსაზღვრული   სიხშირული წყვილები,     21843.5 მჰც ± 28 მჰც  და  23075.5მჰც ± 28 მჰც,      21899.5 მჰც ± 28 მჰც  და  23131.5მჰც ± 28 მჰც,     21987.0 მჰც ± 28 მჰც  და  23219.0მჰც ± 28 მჰც   (თითოეული ზოლის სიგანით 56 მჰც), აგრეთვე,  17892.5 მჰც ± 14 მჰც  და  18902.5 მჰც ± 14 მჰც,   17920.0 მჰც ± 14 მჰც  და  18930.0 მჰც ± 14 მჰც  (თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც).  თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე   სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა” კომისიას აცნობა წერილით №434330,11.04.11 (რეგისტრირებული №3/41-11,18.04.11).

    კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტის” მიერ   რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას შიდაუწყებრივი კავშირის ქსელის მოსაწყობად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებულ საქმიანობისთვის, დანართში (თან ერთვის)  მითითებულ მონაკვეთებზე  ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

   კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ  არის  დაკავშირებული  საერთო  სარგებლობის   ელექტრონული   საკომუნიკაციო

ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისთვის.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის

შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტს”  რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის)  მითითებულ მონაკვეთებზე   ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, შიდაუწყებრივი კავშირის ქსელის მოსაწყობად, არაავტორიზებულ საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 1 წლის ვადით;

2. აღირიცხოს სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ   საქმეთა   კოლეგიაში  (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ  №6)   1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა  მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.  გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს   ამ    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის  სსიპ  

”დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის”  ჩაბარებისთანავე.

        კომისიის თავმჯდომარე                                                                      ი.ჩიქოვანი    

        კომისიის    წევრი                                                                                  ს.ბრიტანჩუკი

        კომისიის    წევრი                                                                                  კ.კვიტაიშვილი

        კომისიის    წევრი                                                                                  ა.სიხარულიძე

        კომისიის    წევრი                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები