წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 249 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2011

მიღების თარიღი მაისი 18, 2011

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით, ნაცვლად 2010 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 4,694,700.00 ლარისა (614,700.00 ლარის-სარეზერვო ფონდის ჩათვლით), შეადგინა 5,600,241.12 ლარი (ანგარიში თან ერთვის დანართი 1), რაც 905,541.12 ლარით ანუ 19.29%-ით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია,  ლიცენზიის მფლობელი  ან/და ავტორიზებული  პირების 2008-2009 წლების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2008-2009 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული გარკვეული შემოსავლების დამატება 2010 წლის წლიურ შემოსავლებზე.

      2010 წლის შემოსავლების ზრდასთან ერთად,  191,110.14 ლარით ანუ 4.25%-ით გაიზარდა კომისიის 2010 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 4,494,700.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 4,685,810.14 ლარი.

      კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2010 წლის ფაქტიური მონაცემებით, ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსების და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით დაეფინანსებინა სხვა პრიორიტეტული მუხლები.   კერძოდ: 

           ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2010 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 146,240.16 ლარი, რაც 27,848.21 ლარით ნაკლებია 2009 წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე, ხოლო 6,440.16 ლარით ანუ 4.61%-ით მეტია 2010 წლის კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. აღნიშნული ხარჯიდან 73,582.25 ლარი შეადგენს მოხმარებული ბენზინის საწვავის ხარჯს, ხოლო 11,125.22 ლარი მოხმარებული დიზელის საწვავის ხარჯს, 54,582.58 ლარი - კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტის ხარჯს, ხოლო 6,950.00 ლარი - ავტომანქანების რეცხვის ხარჯს. ხარჯვითი ნაწილის ფაქტიური ზრდა გამოიწვია, საწვავზე ფასების ცვალებადობამ, კომისიის საქმიანიბის საჭიროებისათვის რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) მუდმივმა და რეგულარულმა მიმოსვლამ და მონიტორინგის ჯგუფის სამივლინებო გასვლებმა;

     102,701.80 ლარით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 140,000.00  ლარისა  შეადგინა 242,701.80 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოწვეულია: კომისიის მიერ სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელებით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1,394.88 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებით – 66,000.00 ლარი, კონდიციონერების მომსახურებისა და რემონტის ფაქტიური ხარჯებით - 10,500.00 ლარი, სადაზღვევო (სამედიცინო დაზღვევის ხარჯების გარდა) ხარჯებით - 19,625.08 ლარი, სანიტარული მომსახურების ხარჯებით - 2,799.30 ლარი, სამეურნეო ხარჯებით - 9,901.02 ლარი;  სხვა წინასწარ გაწეულმა ხარჯებმა (კარტრიჯების დატენვა, კომპიუტერების მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენა) შეადგინა 33,715.65 ლარი, კომპიუტერულ-პროგრამულმა, კომისიის ვებ გვერდის მომსახურებამ და სხვა საგადასახადო ხარჯმა ჯამში შეადგინა 19,912.60 ლარი,  სადაზღვევო-სამედიცინო ხარჯებმა - 40,950.00 ლარი, ცვეთა და ამორტიზაციამ - 36,103.27 ლარი და კომისის შენობაში განთავსებულმა ლიფტის წლიურმა მომსახურებამ - 1,800.00 ლარი;

      გადახარჯვაა აგრეთვე  შრომის ანაზღაურების წლიურ  ფაქტიურ ხარჯებში, რომელმაც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების წლიური, ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ანარიცხებთან ერთად 3,708,606.68 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 128,706.68 ლარით მეტი შეადგინა. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის კომისიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ; 

       მივლინების წლიურმა ხარჯებმა, ნაცვლად  კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული  80,000.00 ლარისა,  შეადგინა 133,962.55 ლარი. აღნიშნული თანხა 53,962.55 ლარით ანუ 67.45%-თ მეტია შესაბამის პერიოდში კომისიის ბიუჯეტით დადგენილ მაჩვენებელზე. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია: კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიურმა დაფინანსებამ, რომელთაგან ძირითადად აღსანიშნავია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაუწყებლობისა და ელექტროკომუნიკაციების სფეროში მოქმედ მარეგულირებელ ორგანოებში, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ევროპული ტენდეციების გაცნობის მიზნით, მარეგულირებელი სისტემის წარმომადგენლებთან მოწყობილი სამუშაო ვიზიტების, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ გამართულ კონფერენციებზე დასწრების, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის  (EPRA) შეხვედრებში მონაწილეობის მიღების, ინტერნეტის განვითარების (ICF) ფორუმზე მონაწილეობის მიღების, ნომრის პორტაბელურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხებზე მარეგულირებელი სისტემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე და კონფერენციებზე დასწრების, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ გამართული ახალი გენერაციის ქსელების გლობალური სტანდარტების ინიციატივის (NGN-GSI) შეხვედრებზე დასწრების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მივლინებების დაფინანსება, რომლებიც ძირითადად ემსახურებოდა ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების სალიცენზიო პირობების და რადიოელექტრონული მოწყობილობების პელინგაციას და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას; 

       სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა - 94,340.71 ლარი ანუ კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულზე 54,340.71 ლარით მეტი. აღნიშნული გადახარჯვა,  ძირითადად გამოწვეულია  ნომრის პორტაბელურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხებზე მარეგულირებელი სისტემის სპეციალისტის მოწვევის ხარჯით, რომელმაც შეადგინა 12,826.75 ლარი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელეკომუნიკაციო სფეროში უკანონო ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებებისა და უკანონო  ეკონომიკური ინტერვენციისგან დაცვის საკანონმდებლო რეგულაციის შემუშავებისა და სათანადო წინადადებათა მომზადებისათვის სპეციალისტების მოწვევის ხარჯით, რომელმაც  საერთო ჯამში შეადგინა  80,013,96 ლარი.

       ამავე დროს, 2010 წლის კომისიის ბიუჯეტის ძირითად მუხლებში წლის განმავლობაში, ფაქტიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია, კერძოდ:

        საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების  წლიურმა დანახარჯებმა 38,047.98 ლარი ანუ დაგეგმილზე 6,952.01  (15.45%-ით) ლარით ნაკლები, ხოლო 2009  წელის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,891.38 ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 13,295.64 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 12,433.74  ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 3,149.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის  ხარჯებმა – 9,169.60 ლარი;

       კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 180,000.00 ლარისა მთლიანობაში შეადგინა - 177,975.23 ლარი ანუ კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე 2,024.77 ლარით ნაკლები, ხოლო 2009  წელის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42,528.58 ლარით ნაკლები. ამ პუნქტით არსებული დანახარჯებიდან ელექტროენერგიის მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 46,015.53  ლარი;  წყლის ხარჯმა - 8,400.40 ლარი;  ბუნებრივი აირის ხარჯმა - 16,424.50 ლარი, ხოლო კომუნიკაციის ხარჯმა - 107,135.20 ლარი;

            კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯების მუხლით, 2010 წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 10,870.13 ლარი, რაც 14,129.87 ლარით ნაკლებია  კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული წლიურ მაჩვენებელზე;

      კომისიის საჭიროებისათვის, ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 90,682.92 ლარი, რომელიც შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 59,317.08  ლარით ანუ  39.54%-ით ნაკლებია;

      წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით განსაზღვრულმა ხარჯებმა 2010 წლის ფაქტიური მონაცემების შესაბამისი პერიოდის მიხედვით, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 15,000.00 ლარისა, შეადგინა 14,783.42 ლარი, რაც 216.58 ლარით  ანუ 1.44%-თ ნაკლებია  კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე;

       კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის მუხლით, მიუხედავად კომისიის 2010 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, რომელზეც გამოყოფილი იყო 60,000.00 ლარი,  2010  წელს სულ გაიხარჯა 12,792.25 ლარი ანუ 87.68%-თ ნაკლები;

      ეკონომიაა აგრეთვე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც.  

     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

     გადაწყვიტა:

1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2010 წლის ბიუჯეტის მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2010 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

ა) დარიცხული შემოსავლები:

      რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები------5,600,241.12  ლარი;

ბ) საოპერაციო ხარჯები-------------------------------------4,595,127.22  ლარი;

გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები----------     90,682.92  ლარი;               

3. დამტკიცდეს 2010 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით კომისიის შემოსავლების ხარჯებზე  გადამეტება 914,430.98 ლარის ოდენობით;

4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა და ავტორიზებულ პირთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;

5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ “რეგულირების საფასურის შესახებ“  საქართველოს კანონის  შესრულებას;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა ან/და ავტორიზებულ პირთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ-№6)  ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                               ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                               ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები