შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 ია
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2011
მიღების თარიღი მაისი 20, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 15 აპრილის №189/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 20 მაისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/135-11, 30.03.2011წ.) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99 და N121 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიათა მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს:
ა) № N9 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 887 122 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) სააბონენტო ნომერს;
ბ) № N19 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერს;
გ) № N61 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 949 672 (ცხრაას ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) სააბონენტო ნომერს;
დ) № N62 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 734 220 (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) სააბონენტო ნომერს;
ე) № N99 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 557 668 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდარვა) სააბონენტო ნომერს;
ვ) № N121 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 830 261 (რვაას ოცდაათი ათას ორას სამოცდაერთი) სააბონენტო ნომერს;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”:
ა) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N9 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 29 ივლისამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ბ) კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვლამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-1-4 (ხუთი-ერთი-ოთხი) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
გ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 02 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
დ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2019 წლის 03 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ე) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-8 (რვა-ხუთი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ვ) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 01 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 20 მაისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N61, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს აღნიშნული ლიცენზიების მოდიფიცირება და 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N9 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი) სულ 887 122 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 887 122 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
2. კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
3. კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
4. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) სულ 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-1-4 (ხუთი-ერთი-ოთხი) სულ 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
5. კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
6. კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
7. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ.ა. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ.ა.) ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი) სულ 949 672 (ცხრაას ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) დანართი N3-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) სულ 949 672 (ცხრაას ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) დანართი N3-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
8. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №3 (CD-1 ცალი თან ერთვის);
9. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ბ1) ქვეპუნქტი:
”ბ1) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ.ა.) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №3 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
10. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი) სულ 734 220 (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 734 220 (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
11. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №4 (CD-1 ცალი თან ერთვის);
12. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ბ1) ქვეპუნქტი:
”ბ1) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ.ა.) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №4 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
13. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-8 (რვა-ხუთი-რვა) სულ 557 668 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდარვა) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 557 668 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდარვა) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
14. კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
15. კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
16. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი) სულ 830 261 (რვაას ოცდაათი ათას ორას სამოცდაერთი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 830 261 (რვაას ოცდაათი ათას ორას სამოცდაერთი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
17. კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
18. კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
19. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
20. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
21. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-19, მე-20, 21-ე და 22-ე პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);
22. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-19 – 22-ე პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
