შპს „ტელეარხი 25“-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2011
მიღების თარიღი მაისი 27, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეარხი 25“-მა (№6/824-11, 25.02.2011), კომპანიის კუთვნილი №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ტელეარხი 25“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ამავე ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ 2011 წლის 1 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება №171/23, რომლის შესაბამისად შპს „ტელეარხი 25“–ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ტელეარხი 25“ ფლობს №B29 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 31.10.2012 წ.
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 3db გაძლიერებით, წრიული გასხივების მქონე ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი, კოორდინატები 410 39`13”N, 410 38`14” E, ქ.ბათუმი;
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. შპს „ტელეარხი 25“ კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე მოდიფიცირებისას ზემოაღნიშნული კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან სიხშირული სპექტრით სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატელევიზიო სიგნალის გავრცელება თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით წარმოადგენს მხოლოდ ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილებას, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით იგივე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც კომპანიას ეძლევა საშუალება მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს თავის მხრივ ეძლევა სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე საჭიროა შპს „ტელეარხი 25“-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, აღნიშნული ლიცენზიის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნითაც.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 27 მაისის №10/387-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებებლი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეარხი 25“-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზია მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ამავდროულად არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, შპს „ტელეარხი 25“-ს მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2011 წლის 13 მაისს 16.00 სთ-ზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ტელეარხი 25“–ს“ კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. შპს „ტელეარხი 25“–ს №753 ლიცენზია კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიად და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 31.10.2012 წ.
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
დ.ა) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 3db გაძლიერებით, წრიული გასხივების მქონე ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი, კოორდინატები 41039`13”N, 41038`14” E, ქ.ბათუმი;
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;“
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ტელეარხი 25“–სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელეარხი 25“–სთვის (ნ. ჯავახიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის უზრუნველყოფა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
