წვდომის მენიუ

შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 254 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2011

მიღების თარიღი მაისი 27, 2011

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ალანიამ“ (№7/153-11, 13.04.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ალანია“  ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ალანია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 16 მაისამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

TV არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს(დბ)

ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან(მ)

თბილისი

სატელევიზიო ანძა

38

H

წრიული

2000

N 41°41 44"

E 044°47 09"

6.0

85 ±15

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%–ის, 36967.60 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 60 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ივნისამდე

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ივლისამდე;

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 აგვისტომდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 სექტემბრამდე;

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ოქტომბრამდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 ნოემბრამდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 დეკემბრამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 იანვრამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 თებერვლამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 მარტამდე;.

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 აპრილამდე;

3081,00 ლარი -  2009 წლის 16 მაისამდე.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 3 მაისის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „ალანიას“ მიერ სრულად არის შესრულებული სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%–ის, 36967.60 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 60 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. შპს „ალანიას“ №B100 ლიცენზიის ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებულ მოდიფიცირებაზე კანონმდებლობით დადგენილი  ზემოაღნიშნული შეზღუდვა ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან სიხშირული სპექტრით სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატელევიზიო სიგნალის გავრცელება თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, წარმოადგენს მხოლოდ ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილებას, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით, იმავე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც, კომპანიას ეძლევა საშუალება, მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს, თავის მხრივ, ეძლევა გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, შპს „ალანიის“ მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 28 ივნისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ალანიასთვის“ (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები