წვდომის მენიუ

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 256 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2011

მიღების თარიღი მაისი 27, 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 103-ე, 1061-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში (320.050.000.15.112.005.937. სსმ 111, 14.07.03. მუხ. 643)  დამატებების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების  მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (გ.გოგიაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება;

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 24 ივნისს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღეში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძეს).

 კომისიის წევრები:         ს. ბრიტანჩუკი                

                                         კ.კვიტაიშვილი

                                        ა. სიხარულიძე

                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები