წვდომის მენიუ

შპს „სტერეო +“–სათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 263 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011

მიღების თარიღი ივნისი 03, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №173/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”სტერეო +”.

    ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”სტერეო +”–ს, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30,337.70 (ოცდაათი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის 30%-ს - 9,101.31 (ცხრა ათას ასერთი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,889.27 (ორი ათას რვაას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი ანუ 6,212.04 (ექვსი ათას ორას თორმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო +”–ს მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 6,212.04 (ექვსი ათას ორას თორმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარი და წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”სტერეო +”–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F84 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 1.7 მჰც;

გ) გადამცემის სიმძლავრე - 10 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური თითოეულ ქალაქში;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის,  ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 27 მაისამდე;

ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (21,236.39 ოცდაერთი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (21,236.39 ოცდაერთი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 ივნისამდე;

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 ივლისამდე;

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 აგვისტომდე;

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 სექტემბრამდე;

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 ოქტომბრამდე;

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 ნოემბრამდე;

1,769.69 ლარი    -   2011 წლის 27 დეკემბრამდე;

1,769.69 ლარი    -   2012 წლის 27 იანვრამდე.

1,769.69 ლარი    -   2012 წლის 27 თებერვლამდე;

1,769.69 ლარი    -   2012 წლის 27 მარტამდე;

1,769.69 ლარი    -   2012 წლის 27 აპრილამდე;

1,769.80 ლარი    -   2012 წლის 27 მაისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „სტერეო +“–სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა ვ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                               კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                ი. მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები