საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2011
მიღების თარიღი ივნისი 10, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე–18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №38 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 (შპს „ახალ ქსელებსა” და შპს „სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხი კომისიის 2011 წლის 17 ივნისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს „ახალი ქსელებისა” და შპს „სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე;
2. კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №38 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს ”ვემატელსა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
3. კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №38 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
