წვდომის მენიუ

სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და სს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 270 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2011

მიღების თარიღი ივნისი 10, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” (23.03.2011 №6/1248-11) და წარმოუდგინა სს ”სილქნეტთან” 2011 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”სილქნეტისათვის” გადაპირებას.

        კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,550.00 - თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი) გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 მარტამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 აპრილამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 მაისამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 ივნისამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 ივლისამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 აგვისტომდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 სექტემბრამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 ოქტომბრამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 ნოემბრამდე;

962.50 ლარი    -   2007 წლის 23 დეკემბრამდე;

962.50 ლარი    -   2008 წლის 23 იანვრამდე;

962.50 ლარი    -   2008 წლის 23 თებერვლამდე

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას, სს „გაერთიანებულ ტელეკომისა“ და სს „სილქნეტის“ ერთობლივი განცხადებისა და მხარეებს შორის გაფორმებული და კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მიზანშეწონილად მიაჩნია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის  გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქარათველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ IX თავის შეაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 8 ივლისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და  სს „სილქნეტისათვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზევე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები