შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1 და 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და გადაწყვეტილებებში ცვლილებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2011
მიღების თარიღი ივნისი 10, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№6/2343-11 03.06.2011წ. 6/2368-11 07.06.2011წ. ) მიმართა შპს „ჯეოსელმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99, და N121 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს:
ა) № N9 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 733 886 (შვიდას ოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი) სააბონენტო ნომერს;
ბ) № N61 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 669 672 (ექვსას სამოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდათორმეტი) სააბონენტო ნომერს;
გ) № N99 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 418 475 (ოთხას თვრამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) სააბონენტო ნომერს;
დ) № N121 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 622 690 (ექვსას ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) სააბონენტო ნომერს;
შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”:
ა) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N9 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 29 ივლისამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 887 122 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
ბ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 02 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) სულ 949 672 (ცხრაას ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდათორმეტი) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების დანართი N3-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
გ) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-8 (რვა-ხუთი-რვა), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 557 668 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდარვა) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
დ) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 01 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 830 261 (რვაას ოცდაათი ათას ორას სამოცდაერთი) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99, და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1 და 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 8 ივლისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისათვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
