წვდომის მენიუ

შპს ”ვემატელსა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 272 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2011

მიღების თარიღი ივნისი 10, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ”ვემატელმა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–მა (10.05.2011, №7/186-11 და 7/185-11) და წარმოუდგინეს შპს ”ვემატელსა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის 2011 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ვემატელის” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ა–ნეტი A-NET“–სათვის გადაპირებას.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვემატელი“ კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის №465/5 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიას, კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის №416/22 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N13 ლიცენზიას, ხოლო კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №359/1 გადაწყვეტილებით - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 30XXX-34XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 230XXX-234XXX ფიქსირებული  საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;  გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N13 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 35XXX-39XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 235XXX-239XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 10XXX-14XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 210XXX-214XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,712.5 - ოცდაათი ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ.ბათუმი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300693072;

2559,38 ლარი    -   2006 წლის 11 სექტემბრამდე;

2559,38  ლარი    -   2006 წლის 11 ოქტომბრამდე;

2559,38 ლარი    -   2006 წლის 11 ნოემბრამდე;

2559,38 ლარი    -   2006 წლის 11 დეკემბრამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 იანვრამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 თებერვლამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 მარტამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 აპრილამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 მაისამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 ივნისამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 ივლისამდე;

2559,38 ლარი    -   2007 წლის 11 აგვისტომდე;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის შესაბამისად: რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას, შპს „ვემატელსა“ და შპს „ა–ნეტ A-NET“–ს განცახადებებისა და მხარეებს შორის გაფორმებული და კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე  შესაძლებლად მიაჩნია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქარათველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ IX თავის შეაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვემატელსა“ და შპს „ა–ნეტ A-NET“–ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 8 ივლისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვემატელისა“ და შპს „ა–ნეტA-NET“– ისათვის  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზევე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები