წვდომის მენიუ

სს “გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 274 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2011 წლის 13 მაისის №243/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აღნისნული ლიცენზიის „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან“ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 17 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილება ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ხორციელდება ეტაპობრივად და საჯაროდ, ამ დებულების №4 დანართში მოყვანილი ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად.

            ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” (დანართი N2) შესაბამისად, ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის გამოყოფილია არაგეოგრაფიული ზონის კოდი (NDC) – ”500-599”;

            საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 17 ივნისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94  ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს აღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის“ (ნ.ჯავახიძე);

ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები