საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2011
მიღების თარიღი ივნისი 17, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 17 ივნისის №41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე–18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 17 ივნისის №41 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–15 (შპს „MINDA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) საკითხის განხილვა, დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მიზნით, კომისიის 2011 წლის 01 ივლისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2011 წლის 17 ივნისის №41 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე;
3. კომისიის 2011 წლის 17 ივნისის №41 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
