წვდომის მენიუ

სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 277 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით №01-2017,19.04.11 (რეგისტრაციის №3/43-11,26.04.11) გარეულ ცხოველებზე ტელემეტრული კვლევების ჩატარებისა და დისტანციური მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით,   შესაბმელ საყელურებზე განთავსებული გადამცემების ფუნქციონირებისთვის,  სამი ფიქსირებული სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

     სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიერ  მოთხოვნილ სიხშირულ  დიაპაზონში   (148მჰც÷ 152მჰც) რადიომონიტორინგით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შედეგების საფუძველზე,   შერჩეულ იქნა სამი ფიქსირებული სიხშირე 150.550მჰც, 150.925მჰც  და 151.450მჰც თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც.

     კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47I მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეებს,  კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.“ 

    ”სალიცენზიო  და  სანებართვო  მოსაკრებლის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-7 მუხლის

29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

    კომისია აღნიშნავს, რომ  მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

          კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (1500 ლარის ოდენობით) საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა და მიენიჭოს სიხშირეები 150.550მჰც, 150.925მჰც  და 151.450მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც), საქარველოს ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით,  გარეულ ცხოველების    შესაბმელ საყელურებზე განთავსებული გადამცემების ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე; 

3. აღირიცხოს სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” ჩაბარებისთანავე.

              კომისიის  თავმჯდომარე                                                                              ი.ჩიქოვანი

             კომისიის    წევრი                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის    წევრი                                                                                   კ.კვიტაიშვილი

            კომისიის    წევრი                                                                                   ა.სიხარულიძე

           კომისიის    წევრი                                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები