წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 28 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2011

მიღების თარიღი იანვარი 28, 2011

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-09/22927, 15.11.10.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის SYMFEROPOL – 89.30 MHz, SYMFEROPOL – 91.90 MHz და SYMFEROPOL – 103.3 MHz (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაციები) მინიჭებული სიხშირების კოორდინაციის შესახებ.

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის SYMFEROPOL – 89.30 MHz, SYMFEROPOL – 91.90 MHz და SYMFEROPOL – 103.3 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილის (№ 11.3-09/23902, 23.11.10.) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;

2.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.      გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები