წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 286 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18.05.2011 №7/201-11) მიმართა შპს “სიო-2007“ -მა ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-9 მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

     შპს “სიო-2007“ ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: სატელეფონო ცნობარი, ინფორმაციის გაცემა სატელეფონო და საფოსტო ინდექსების შესახებ, ვალუტის კურსი, ამინდის პროგნოზი და ა.შ.

    ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებით შპს ”სიო-2007”-ს მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 25 თებერვლიდან,  2012 წლის 25 თებერვლამდე, ქ. რუსთავში

კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს “სიო-2007“ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს “სიო-2007“-ს მოთხოვნა შეიტანოს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში და შპს ”სიო-2007”-ს ნუმერაციის რესურსი 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენების უფლება მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს “სიო-2007“ უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა) საქართველოს ტერიტორიაზე.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში  და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს “სიო-2007“-ს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 25 თებერვლიდან,  2012 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე”;

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სიო-2007“- სთვის ჩაბარების დღიდან;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                               

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები