შპს „7 არხის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011
მიღების თარიღი ივნისი 29, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 16 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2541-11) მიმართა შპს „7 არხმა“, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „7 არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:
ა) შპს „7 არხსა“ და Lightdragon Limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Fine Living Network“–ის რეტრანსლირების შესახებ;
ბ) შპს „7 არხსა“ და შპს „ივერია ინტერმედიას“ შორის 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ენკი–ბენკის“ რეტრანსლირების შესახებ;
გ) შპს „7 არხსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Zone Reality”-ს რეტრანსლირების შესახებ;
დ) შპს „7 არხსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Zone Romantica 2”–ის რეტრანსლირების შესახებ;
ე) შპს „7 არხსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Extreme Sports”–ის რეტრანსლირების შესახებ;
ვ) შპს „7 არხსა“ და Fox International Channels Luxembourg S.a.r.l-ს შორის 2008 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „Fox Life“ და „Fox Crime“ რეტრანსლირების შესახებ;
ზ) შპს „7 არხსა“ და Socemie S.A.S. -ს შორის 2006 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Euronews”-ის რეტრანსლირების შესახებ;
თ) შპს „7 არხსა“ და Turner Broadcasting Europe Limited-ს შორის 2011 წლის 14 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “CNN International”, “TCM/Cartoon Network” და “Boomerang” რეტრანსლირების შესახებ;
ი) შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Bridge TV”-ს რეტრანსლირების შესახებ;
კ) შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „India TV”, “ Русская Ночь”, “ Боец ТВ”, “ Много ТВ”, “ Комедия ТВ” რეტრანსლირების შესახებ;
ლ) შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ფენიქს+ კინოს” რეტრანსლირების შესახებ;
მ) შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ევროკინოს” რეტრანსლირების შესახებ;
ნ) შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Интер+” რეტრანსლირების შესახებ;
ო) შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის 2009 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას” რეტრანსლირების შესახებ;
პ) შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ შორის 2008 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “I სტერეოს” რეტრანსლირების შესახებ;
ჟ) შპს „7 არხსა“ და შპს „რეალტივი–საქართველოს“ შორის 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „რეალტივის“ რეტრანსლირების შესახებ;
რ) შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ შორის 2007 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „საქართველოს“ რეტრანსლირების შესახებ;
ს) შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შორის 2009 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „კავკასიას“ რეტრანსლირების შესახებ;
ტ) შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია მზეს“ შორის 2009 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „მზეს“ რეტრანსლირების შესახებ;
უ) შპს „7 არხსა“ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას“ შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ერთსულოვნებას“ რეტრანსლირების შესახებ;
ფ) შპს „7 არხსა“ და შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “Охота и Рыбалка”, “Усадьба ТВ”, “Драйв”, “3доровье”, “Психология”, “RTVi”, “ШАНСОН”, “Детский Мир”, “Наше Kино”, “Телеклуб”, “Мир Сериала” რეტრანსლირების შესახებ;
ქ) შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “TV 1000”, “TV 1000 action”, “History”, “Explorer”, “TV 1000 Русское Кино”, “Viasat Sport” რეტრანსლირების შესახებ;
ღ) შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “TV 21”-ის რეტრანსლირების შესახებ;
ყ) „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “RU-TV”–ს რეტრანსლირების შესახებ;
შ) შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “ Культура”–ს და “TV–21”-ის რეტრანსლირების შესახებ;
ჩ) შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “TV 5”–ის რეტრანსლირების შესახებ;
ც) შპს „7 არხსა“ და NGC UK Partnership-ს შორის 2009 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “National Geographic Channel” და “Nat Geo WILD” რეტრანსლირების შესახებ;
ძ) შპს „7 არხსა“ და შპს „ალანიას“ შორის 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „რეგიონ ტვ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, ასევე ზოგიერთ მათგანში გათვალისწინებულია მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, კომისიის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „7 არხის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. გასათვალისწინებელია, რომ შპს „7 არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „7 არხის“ 2010 წლის 16 ივნისის განცხადება №6/2541-11;
ა) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Lightdragon Limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Fine Living Network“–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ივერია ინტერმედიას“ შორის 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ენკიბენკის“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
გ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Zone Reality”-ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
დ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Zone Romantica 2”–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ე) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Extreme Sports”–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ვ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Fox International Channels Luxembourg S.a.r.l-ს შორის 2008 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „Fox Life“ და „Fox Crime“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ზ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Socemie S.A.S. -ს შორის 2006 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Euronews”-ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
თ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და Turner Broadcasting Europe Limited-ს შორის 2011 წლის 14 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “CNN International”, “TCM/Cartoon Network” და “Boomerang” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ი) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Bridge TV”-ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
კ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „India TV”, “ Русская Ночь”, “ Боец ТВ”, “ Много ТВ”, “ Комедия ТВ” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ლ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ფენიქს+ კინოს” რეტრანსლირების შესახებ შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
მ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ევროკინოს” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ნ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Интер+” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ო) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის 2009 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
პ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ შორის 2008 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “I სტერეოს” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ჟ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „რეალტივი–საქართველოს“ შორის 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „რეალტივის“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
რ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ შორის 2007 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „საქართველოს“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ს) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შორის 2009 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „კავკასიას“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ტ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ტელეკომპანია მზეს“ შორის 2009 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „მზეს“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
უ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას“ შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „ერთსულოვნებას“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ფ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “Охота и Рыбалка”, “Усадьба ТВ”, “Драйв”, “3доровье”, “Психология”, “RTVi”, “ШАНСОН”, “Детский Мир”, “Наше Kино”, “Телеклуб”, “Мир Сериала” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ქ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “TV 1000”, “TV 1000 action”, “History”, “Explorer”, “TV 1000 Русское Кино”, “Viasat Sport” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ღ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “TV 21”-ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ყ) „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “RU-TV”–ს რეტრანსლირების შესახებ შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
შ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “ Культура”–ს და “TV–21”-ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ჩ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “TV 5”–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ც) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და NGC UK Partnership-ს შორის 2009 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “National Geographic Channel” და “Nat Geo WILD” რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ძ) ცნობილ იქნას შპს „7 არხსა“ და შპს „ალანიას“ შორის 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „რეგიონ ტვ“–ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „7 არხის“ კომერციულ საიდუმლოებად;
2. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს ”7 არხის” მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „7 არხისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი)
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
