წვდომის მენიუ

სს „ჯი ენ ენ“–ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 314 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011

მიღების თარიღი ივნისი 29, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 16 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2540-11) მიმართა სს „ჯი ენ ენ“–მა, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

        კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „ჯი ენ ენ“–ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:

ა) სს „ჯი ენ ენ“–სა და ООО „Медиа ТВ“–ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Футбол“–ის რეტრანსლირების შესახებ;

ბ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Комедия ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ;

გ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Comedy TV”-ს (Комедия ТВ) რეტრანსლირების შესახებ;

დ) სს „ჯი ენ ენ“–სა და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Культура“–ს რეტრანსლირების შესახებ;

ე) სს „ჯი ენ ენ“–სა და „Jetix Europe Properties S.a.r.l.-ს“ შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Jetix“–ის რეტრანსლირების შესახებ;

ვ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „მაესტროს“ რეტრანსლირების შესახებ;

ზ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „რეალტივი–საქართველოს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „რეალტივის“ რეტრანსლირების შესახებ;

თ) სს „ჯი ენ ენ“–სა და “SPTI Networks Eastern Europe (UK) Limited”-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „AXN Sci fi“–ს რეტრანსლირების შესახებ;

ი) სს „ჯი ენ ენ“–სა და “Discovery Communications Europe Limited”–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების  “Dicovery Channel” და “Animal Planet” რეტრანსლირების შესახებ;

კ) სს „ჯი ენ ენ“–სა და Fox International Channels Luxembourg S.a.r.l-ს შორის 2010 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Fox Life“  რეტრანსლირების შესახებ;

ლ) სს „ჯი ენ ენ“–სა და საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციას შორის 2010 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (I არხი, II არხი, Первый Кавказский), „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“, რეგიონ ტვ“, „აჭარა“, „კავკასია“, „ივერია“ (საპატრიარქო), „საქართველო“, “Music Box” რეტრანსლირების შესახებ;

მ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“  შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Bridge TV”-ს რეტრანსლირების შესახებ;

ნ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“  შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „India TV”-ს რეტრანსლირების შესახებ;

ო) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „საბ 2002“–ს შორის 2011 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „Феникс+ Кино“, „НСТВ“ და „24 Техно“ რეტრანსლირების შესახებ;

პ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „შამმ 2002“–ს შორის 2011 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „НТВ Плюс Кино Плюс“–ის რეტრანსლირების შესახებ;

ჟ)  სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“  შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Интер+”-ს რეტრანსლირების შესახებ;

რ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “Охота и Рыбалка”, “Усадьба ТВ”,  “RTVi”, “ШАНСОН”, “Детский Мир”, “Наше Kино” რეტრანსლირების შესახებ;

ს) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „შამმ 2002“–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „НТВ Плюс Спорт“, „НТВ Плюс Теннис“, „НТВ Плюс Наш Футбол“ და „НТВ Плюс Классика“  რეტრანსლირების შესახებ;

ტ) სს „ჯი ენ ენ“–სა და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „TV 5“–ის რეტრანსლირების შესახებ;

უ) სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „შამმ 2002“–ს შორის 2010 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „НТВ Плюс Спорт Союз“–ის რეტრანსლირების შესახებ;

ფ) სს „ჯი ენ ენ“–სა და Turner Broadcasting Europe Limited-ს შორის 2010 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “CNN International” და “TCM/Cartoon Network” რეტრანსლირების შესახებ;

ქ) სს „ჯი ენ ენ“–სა და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 აპრილს  გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “RU-TV”–ს რეტრანსლირების შესახებ;

ღ) სს „ჯი ენ ენ“–სა და “Euronews Societe Anonyme”-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Euronews“–ის რეტრანსლირების შესახებ;

ყ) სს „ჯი ენ ენ“–სა და “Discovery Communications Europe Limited”–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის  “Dicovery Travel&Living”-ის რეტრანსლირების შესახებ;

შ) სს „ჯი ენ ენ“–სა და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს  გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Zone Romantica 2”–ის რეტრანსლირების შესახებ;

ჩ) სს „ჯი ენ ენ“–სა და “Global Media Servis”-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “TV 1000”, “TV 1000 action”, “History” და “Explorer” რეტრანსლირების შესახებ;

ც) სს „ჯი ენ ენ“–სა და NGC UK Partnership-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “National Geographic Channel” და “Nat Geo WILD” რეტრანსლირების შესახებ;

ძ)  სს „ჯი ენ ენ“–სა და “MTV Networks” შორის  2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის  “MTV”–ს რეტრანსლირების შესახებ;

წ) სს „ჯი ენ ენ“–სა და ООО „Английский Клуб ТВ“–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის  “English Club”–ის რეტრანსლირების შესახებ;

ჭ) სს „ჯი ენ ენ“–სა და “Fashion TV Russia Ltd.”-ს შორის 2010 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “Fashion TV”–ს რეტრანსლირების შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, ასევე ზოგიერთ მათგანში გათვალისწინებულია მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, კომისიის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „ჯი ენ ენ“–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. გასათვალისწინებელია, რომ სს „ჯი ენ ენ“–ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სს „ჯი ენ ენ“–ის  2010 წლის 17 ივნისის განცხადება №6/2613-11;

ა) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და ООО „Медиа ТВ“–ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Футбол“–ის რეტრანსლირების შესახებ, სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ბ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Комедия ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

გ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და  შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Comedy TV”-ს (Комедия ТВ) რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

დ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Культура“–ს რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ე) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და „Jetix Europe Properties S.a.r.l.-ს“ შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Jetix“–ის რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ვ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „მაესტროს“ რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ზ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და შპს „რეალტივი–საქართველოს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „რეალტივის“ რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

თ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და “SPTI Networks Eastern Europe (UK) Limited”-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „AXN Sci fi“–ს რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ი) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და “Discovery Communications Europe Limited”–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების  “Dicovery Channel” და “Animal Planet” რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

კ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა   და Fox International Channels Luxembourg S.a.r.l-ს შორის 2010 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Fox Life“  რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ლ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციას შორის 2010 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (I არხი, II არხი, Первый Кавказский), „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“, რეგიონ ტვ“, „აჭარა“, „კავკასია“, „ივერია“ (საპატრიარქო), „საქართველო“, “Music Box” რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

მ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“  შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Bridge TV”-ს რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ნ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“  შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „India TV”-ს რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ო) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „საბ 2002“–ს შორის 2011 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „Феникс+ Кино“, „НСТВ“ და „24 Техно“ რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

პ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „შამმ 2002“–ს შორის 2011 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „НТВ Плюс Кино Плюс“–ის რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ჟ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „სტეპკომს“  შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Интер+”-ს რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

რ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “Охота и Рыбалка”, “Усадьба ТВ”,  “RTVi”, “ШАНСОН”, “Детский Мир”, “Наше Kино” რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ს) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და შპს „შამმ 2002“–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „НТВ Плюс Спорт“, „НТВ Плюс Теннис“, „НТВ Плюс Наш Футбол“ და „НТВ Плюс Классика“  რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ტ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „TV 5“–ის რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

უ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და შპს „შამმ 2002“–ს შორის 2010 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „НТВ Плюс Спорт Союз“–ის რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ფ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და Turner Broadcasting Europe Limited-ს შორის 2010 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “CNN International” და “TCM/Cartoon Network” რეტრანსლირების შესახებ, სს „ჯი ენ ენ“–ის კომერციულ საიდუმლოებად;

ქ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 აპრილს  გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “RU-TV”–ს რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ღ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და “Euronews Societe Anonyme”-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “Euronews“–ის რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ყ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და “Discovery Communications Europe Limited”–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “Dicovery Travel&Living”-ის რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

შ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს  გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი „Zone Romantica 2”–ის რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ჩ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და “Global Media Servis”-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “TV 1000”, “TV 1000 action”, “History” და “Explorer” რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ც) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და NGC UK Partnership-ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “National Geographic Channel” და “Nat Geo WILD” რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ძ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა  და “MTV Networks” შორის  2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “MTV”–ს რეტრანსლირების შესახებ,  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

წ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და ООО „Английский Клуб ТВ“–ს შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “English Club”–ის რეტრანსლირების შესახებ  სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

ჭ) ცნობილ იქნას სს „ჯი ენ ენ“–სა და “Fashion TV Russia Ltd.”-ს შორის 2010 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის “Fashion TV”–ს რეტრანსლირების შესახებ,   სს „ჯი ენ ენ“–ის  კომერციულ საიდუმლოებად;

2. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს სს „ჯი ენ ენ“–ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ჯი ენ ენ“–ისთვის  დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი)

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  

 

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები