წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 316 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011

მიღების თარიღი ივნისი 29, 2011

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

    ”5.2. მთავარი სპეციალისტი - 4 – 25 – 100”;

ბ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ”5.3. წამყვანი სპეციალისტი - 2 – 15 – 30”;

გ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1.490.00-ით;

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  

 

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები