საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2011
მიღების თარიღი ივლისი 01, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 01 ივლისის №45 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 01 ივლისის №45 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 და მე-9 (შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ) საკითხების განხილვა კომისიის 2011 წლის 06 ივნისს, საკითხებზე ხმის მიცემის უფლების მქონე კომისიის წევრთა ქვორუმის არარსებობის გამო;
2. დაკმაყოფილდეს შპს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ ერთობლივი შუამდგომლობა, გადაიდოს შპს „სილქნეტსა” და შპს ”საქართველოს რკინიგზას” შორის დავის განხილვა 1 თვით, 2011 წლის 05 აგვისტომდე და ამავე დრომდე შეჩერდეს აღნიშნული წარმოების დინება;
3. კომისიის 2011 წლის 01 ივლისის №45 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
