წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 329 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011

მიღების თარიღი ივლისი 06, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 06 ივლისის №46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2011 წლის 06 ივლისის №46 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე

2. კომისიის 2011 წლის 06 ივლისის №46 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები