წვდომის მენიუ

შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 330 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011

მიღების თარიღი ივლისი 06, 2011

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ალანიამ“ (№7/153-11, 13.04.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ალანია“  ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 27 მაისის №254/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 28 ივნისს 16.00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ალანია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 16 მაისამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

TV არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს(დბ)

ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან(მ)

თბილისი

სატელევიზიო ანძა

35

H

წრიული

2000

N 41°41 44"

E 044°47 09"

6.0

85 ±15

სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%–ის, 36967.60 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 60 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ივნისამდე

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ივლისამდე;

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 აგვისტომდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 სექტემბრამდე;

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ოქტომბრამდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 ნოემბრამდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 დეკემბრამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 იანვრამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 თებერვლამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 მარტამდე;.

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 აპრილამდე;

3081,00 ლარი -  2009 წლის 16 მაისამდე.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 3 მაისის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „ალანიას“ მიერ სრულად არის შესრულებული სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%–ის, 36967.60 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 60 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. შპს „ალანიას“ №B100 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული მოდიფიცირება გულისხმობს სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, რომელიც არსებითად არის ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილება, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით, იმავე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც, კომპანიას ეძლევა საშუალება, მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს, თავის მხრივ, ეძლევა გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.

                საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 28 ივნისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირება და  შპს „ალანიას“ მიეცეს უფლება კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის ფარგლებში სატელევიზიო სიგნალის გავრცელება განახორციელოს ასევე თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

      ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა)

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

TV არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიარამა

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს(დბ)

ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან(მ)

 

თბილისი

სატელევიზიო ანძა

35

H

წრიული

2000

N 41°41 44"

E 044°47 09"

6.0

85 ±15

ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ალანიასთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ალანიასთვის“ (ნ. ჯავახიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის უზრუნველყოფა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (მ. ქადეიშვილი);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები