შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2011
მიღების თარიღი ივლისი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რეალტივი საქართველომ“ (№7/152-11, 13.04.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „რეალტივი საქართველო“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №34/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მედიევალს“ მიეცა ლიცენზია №1445, რომელიც კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და განისაზღვრა როგორც კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზია. კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს №381/22 გადაწყვეტილებით შპს „მედიევალს“ მიეცა წინასწარი თანხმობა შპს „რეალტივი საქართველოსათვის“ აღნიშნული ლიცენზიის გადაცემის თაობაზე. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „რეალტივი საქართველო“ 2009 წლის 25 აგვისტოდან ფლობს კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 21 იანვრამდე;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიით გათვალისწინებული ლიცენზიის სახეობის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის სახეობასთან შეუსაბამობა. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილი ყოფილიყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, კომპანია, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, ხოლო, მეორე მხრივ, ლიცენზია შესაბამისობაში იქნებოდა მოყვანილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 27 მაისის №255/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №527/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 28 ივნისს 16.00 საათზე.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 28 ივნისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირება და შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებად განისაზღვროს მაუწყებლობა საკაბელო ქსელითა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2008 წლის 16 მაისის №527/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 21 იანვრამდე;
დ) მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
დ.ა) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით ქ. ფოთში;
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „რეალტივი საქართველოსთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „რეალტივი საქართველოსთვის“ (ნ. ჯავახიძე);
ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);
დ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
