შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2011
მიღების თარიღი ივლისი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გაზეთმა 1001 განცხადებამ“ (№6/1642-11, 20.04.2011), კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიით განსაზღვრული მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრების, კერძოდ, გადამცემის განთავსების კოორდინატების ცვლილების თხოვნით; როგორც განცხადებაშია აღნიშნული გადამცემის მახათას მთაზე შპს „ჰორიზონტის“ ანძაზე განთავსების გამო ლიცენზიის მფლობელს ექმნება გარკვეული დაბრკოლებები მაუწყებლობის განხორციელების პროცესში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს შპს „გაზეთი 1001 განცხადება“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს ”ჰორიზონტის” რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 53" და E-44° 49’ 48"), ანტენის განთავსების ადგილი მიწის ზედაპირიდან 40მ სიმაღლეზე;
დ) გადამცემის სიმძლავრე: 500ვტ
ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 3 აგვისტომედე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მოთხოვნის საფუძველზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა რადიომონიტორინგი და წარმოდგენილია სამსახურებრივი ბარათი (2011 წლის 31 მაისის №10/404-11), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ 2011 წლის 20 აპრილის №04 წერილის საფუძველზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, პროგრამული უზრუნველყოფა ICS Telecom–ის მეშვეობით განხორციელდა მონიტორინგი და ვირტუალური დაფარვის მოდელირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნებული იქნება ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან და გადამცემის სხვა ტექნიკური პარამეტრები, შესაძლებელია შპს „ჰორიზონტის“ ანძის ნაცვლად FM სამაუწყებლო გადამცემის განთავსების ადგილად მახათას მთაზე განლაგებული სხვა ანძების გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს შესაძლებლად მიაჩნია შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიაში შევიდეს ცვლილება და ლიცენზიაში აღნიშნული მახათას მთაზე განთავსებული შპს „ჰორიზონტის“ (კოორდინატები N-410 42’ 53” და E-440 49’ 48”) ანძის ნაცვლად გადამცემის განთავსების ადგილად განისაზღვროს თბილისში მახათას მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-410 42’ და E-440 49’), ხოლო ანტენის განთავსების სიმაღლედ განისაზღვროს მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „გაზეთი 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილების გარეშე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთი 100 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 5 აგვისტოს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „გაზეთი 1001 განცხადებისთვის“ (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
