შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011
მიღების თარიღი ივლისი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიო იმედმა“ (№6/2399-11, 10.06.2011), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”რადიო იმედი” ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიების ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიებით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „რადიო იმედი“ ფლობს მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიებს, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
– მაუწყებლობის №B49 ლიცენზია
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 105, 9 მგჰც სიხშირე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
– მაუწყებლობის №B50 ლიცენზია
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
№ |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატე-ბი |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც |
სიმძლავრე კვტ |
მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ |
|
1 |
ბათუმი |
41E43; 41N41 |
50 |
100.1 |
1 |
20 |
|
2 |
დედოფლის წყარო |
46E08; 41N27 |
50 |
104.7 |
1 |
25 |
|
3 |
თელავის რ-ნი, ცივი |
45E29 41N55 |
35 |
100.2 |
1 |
20 |
|
4 |
დუშეთის რ-ნი, ფასანაური |
44E41; 42N21 |
25 |
103.8 |
0.1 |
10
|
|
5 |
ყაზბეგის რ-ნი, გუდაური |
44E53; 42N20 |
25 |
100.6 |
0.1 |
10 |
|
6 |
ყაზბეგი |
44E39; 42N39 |
25 |
100.0 |
0.25 |
10 |
|
7 |
გორი |
44E03; 42N02 |
120 |
100.0 |
1 |
25 |
|
8 |
დმანისი |
44E13; 41N22 |
120 |
105.1 |
1 |
35 |
|
9 |
ახალქალაქი |
43E25; 41N21 |
55 |
101.2 |
1 |
20 |
|
10 |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
35 |
101.5 |
1 |
15 |
|
11 |
ბორჯომის რ-ნი, ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
105.4 |
0.1 |
10 |
|
12 |
ქუთაისი |
42E44; 42N17 |
40 |
100.9 |
2.5 |
25 |
|
13 |
ჭიათურა |
43E16; 42N17 |
50 |
104.1 |
0.25 |
10 |
|
14 |
მარტვილი |
42E23; 42N25 |
20 |
100.7 |
0.25 |
10 |
|
15 |
ზუგდიდი |
41E52; 42N30 |
25 |
104.2 |
2.5 |
25 |
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული მოდიფიცირება გულისხმობს სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, რომელიც არსებითად არის ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილება, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით, იმავე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც, კომპანიას ეძლევა საშუალება, მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს, თავის მხრივ, ეძლევა გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე საჭიროა შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, აღნიშნული ლიცენზიების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 05 აგვისტოს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „რადიო იმედისათვის“ (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
