შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1 და 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებები
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011
მიღების თარიღი ივლისი 08, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №271/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1 და 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 8 ივლისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№6/2343-11 03.06.2011წ. 6/2368-11 07.06.2011წ. ) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99, და N121 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიათა მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს:
ა) № N9 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 733 886 (შვიდას ოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი) სააბონენტო ნომერს;
ბ) № N61 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 669 672 (ექვსას სამოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდათორმეტი) სააბონენტო ნომერს;
გ) № N99 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 418 475 (ოთხას თვრამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) სააბონენტო ნომერს;
დ) № N121 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 622 690 (ექვსას ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) სააბონენტო ნომერს;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”:
ა) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N9 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 29 ივლისამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-5 (რვა-ხუთი-ხუთი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 887 122 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
ბ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 02 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) სულ 949 672 (ცხრაას ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდათორმეტი) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების დანართი N3-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
გ) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-8 (რვა-ხუთი-რვა), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 557 668 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდარვა) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
დ) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 01 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 830 261 (რვაას ოცდაათი ათას ორას სამოცდაერთი) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 8 ივლისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99, და N121 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს აღნიშნული ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1 და 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N9 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 733 886 (შვიდას ოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
2. კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
3. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ.ა. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ.ა.) ნუმერაციის რესურსი: 5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) სულ 669 672 (ექვსას სამოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდათორმეტი) დანართი N3-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
4. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №3 (CD-1 ცალი თან ერთვის);
5. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 418 475 (ოთხას თვრამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
6. კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
7. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 622 690 (ექვსას ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
8. კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-9 და მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9 – მე-10 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
