საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N 445/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011
მიღების თარიღი ივლისი 08, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ომეგა მ.ბ.რ.”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 206178447) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/266-11, 28,06,11) კომისიის მიერ ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული ორი სიხშირის გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N 445/13 გადაწყვეტილებით შპს ”ომეგა მ.ბ.რ.”-ს ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა სამი სიხშირე.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ომეგა მ.ბ.რ.”-ის მოთხოვნის საფუძველზე შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N445/13 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N445/13 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანართში და ჩამოყალიბდრს თანდართული სახით (თან ერთვის);
2. აღირიცხოს შპს ”ომეგა მ.ბ.რ.”-სთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ომეგა მ.ბ.რ.”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
